დუშეთის მუნიციპალიტეტში 113 მასწავლებელს მადლობის სიგელი გადაეცა

დუშეთის მუნიციპალიტეტში 113 მასწავლებელს მადლობის სიგელი გადაეცა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის პრესსამსახურიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, პედაგოგებმა პროფესიული საქმიანობა დაასრულეს და სახელმწიფოსგან, ფულადი ჯილდოს სახით, 2 წლის ჯამური ხელფასი მიიღეს. გარდა ამისა, ისინი სიცოცხლის ბოლომდე ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტითაც ისარგებლებენ.

„ღვაწლმოსილი მასწავლებლებისთვის, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინიციატივითა და დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, გამოსამშვიდობებელი ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებას მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული შალვა კერესელიძე, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი ზურაბ სეხნიაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ინაშვილი და საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი დავით ოსეფაშვილი დაესწრნენ“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

„მასწავლებლობა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროფესიაა. ოჯახთან და სახელმწიფოსთან ერთად, სწორედ მასწავლებლები იზიარებენ პასუხისმგებლობას თაობების ჯანსაღ განვითარებასა და მათთვის სათანადო განათლების მიცემაზე. თქვენ ამ საქმეს მრავალი ათეული წლის განმავლობაში აკეთებდით და მჯერა, დაკისრებულ მოვალეობას თავი ღირსეულად გაართვით. მინდა, გაწეული შრომისთვის მადლობა გადაგიხადოთ, სიკეთე, ჯანმრთელობა და დღეგრძელობა გისურვოთ“ - აღნიშნა შალვა კერესელიძემ მისასალმებელი სიტყვით გამოსვლისას.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა