საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელი - გლობალურმა ეკონომიკურმა რისკებმა შესაძლოა, ე.წ. დიდი დეპრესია დააბრუნოს

საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელის თქმით, გლობალურმა ეკონომიკურმა რისკებმა შესაძლოა, ე.წ. დიდი დეპრესია დააბრუნოს, რასაც უთანასწორობა და ფინანსური სექტორის არასტაბილურობა გამოიწვევს.

ვაშინგტონში, საერთაშორისო ეკონომიკის ინსტიტუტში საუბრისას კრისტალინა გეორგიევამ განაცხადა, რომ დღეს მიმდინარე პროცესების დროს იგივე ტენდენციები შეიმჩნევა, რაც 1920-იან წლებში იყო.

„ასეთი შემაშფოთებელი ტენდენციები შეიმჩნეოდა მე-20 საუკუნის პირველ წლებში, როდესაც ტექნოლოგიებმა და ინტეგრაციამ მრისხანე 20-იან წლებამდე მიიყვანა სამყარო, ფინანსურ კატასტროფამდე“,-განაცხადა გეორგიევამ.

მისი თქმით, ქვეყნებს შორის „გადაჭარბებული უთანასწორობა აფერხებს ზრდას და შეუძლია პოპულიზმსა და პოლიტიკურ აჯანყებებს შეუწყოს ხელი”.

„დიდი დეპრესია“, მასიური გლობალური ეკონომიკური ვარდნა, გრძელდებოდა 1929 წლიდან დაახლოებით 10 წლის განმავლობაში. მან გამოიწვია უამრავი ბანკის გაკოტრება, რეკორდული უმუშევრობა, ისევე, როგორც მთლიანი ეროვნული პროდუქტის, ინდუსტრიული წარმოების, აქციათა ბაზარზე ფასთა და ასევე პრაქტიკულად ეკონომიკის ზრდის ყველა პარამეტრის მკვეთრი ვარდნა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა