აჭარა ჰელსინკის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზეა წარმოდგენილი

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი რეგიონს ჰელსინკში, საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე წარადგენს. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩრდილოეთ ევროპის უდიდეს ტურისტულ გამოფენაზე MATKA 2020 დეპარტამენტი ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და ტურისტული სააგენტოების წარმომადგენლებთან ერთად მონაწილეობს.

მათივე ცნობით, გამოფენა, რომელსაც საშუალოდ 64,000-ზე მეტი ვიზიტორი სტუმრობს, დეპარტამენტის თავმჯდომარე თინათინ ზოიძე შეხვედრებს მართავს ფინეთის ტურიზმის ინდუსტრიის ასოციაციის, წამყვანი მედიასაშუალებებისა და ავიაკომპანიების წარმომადგენლებთან. შეხვედრებზე აჭარისა და ზოგადად, საქართველოს ტურისტული პროდუქტების ფინურ ბაზარზე პოპულარიზაციის შესაძლებლობები განიხილება.

წელს, MATKA 2020-ზე საქართველო წლის ტურისტული დანიშნულების ქვეყნად დასახელდა. გამოფენა 17 იანვარს გაიხსნა და 19 იანვარს დასრულდება.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი რეგიონის ტურისტული შესაძლებლობების პოპულარიზაციას წელს, 28 საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე განახორციელებს. მათ შორის მსოფლიოში უმსხვილეს ტურისტულ გამოფენებზე გერმანიაში, ესპანეთში, დიდ ბრიტანეთში, ისრაელში, ბალტიისპირეთისა და მეზობელ ქვეყნებში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა