ბათუმში ნათლისღების დღესასწაული მორწმუნეებმა ტრადიციულად ზღვაში შესვლით აღნიშნეს

ბათუმში ნათლისღების დღესასწაული მორწმუნეებმა ზღვაში შესვლის ტრადიციით აღნიშნეს. ქრისტიანი მრევლი ზღვაში შესვლამდე ღვთისმშობლის საკათედრო ტაძარში იმყოფებოდა, სადაც სადღესასწაულო წირვა- ლოცვა ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა მეუფე დიმიტრიმ აღავლინა.

მორწმუნეებმა გვიან ღამით სანაპიროსკენ მსვლელობა მოაწყვეს, სასულიერო პირებმა ლოცვა აღავლინეს და ზღვა აკურთხეს, რის შემდგომ წყალში შევიდნენ. 19 იანვარს ნათლისღების დღესასწაულზე ზღვაში შესვლის ტრადიცია მეუფე დიმიტრის ინიციატივით, ბათუმში უკვე რამდენიმე წელია სრულდება.

"გილოცავთ ნათლისღების დღესასწაულს, საოცარი განცდაა, როდესაც ვიხსენებთ რა პატივი გვარგუნა უფალმა, ეს დღე ჩვენი ცოდვათა მოტევების დღეა",- განაცხადა დეკანოზ იოანე გორელიშვილმა.

აჭარის სანაპიროზე უსაფრთხოების დაცვის მიზნით სამაშველო სამსახურის ბრიგადები იყო მობილიზებული.

იხილეთ ვიდეო: ბათუმში ნათლისღების დღესასწაული მორწმუნეებმა ტრადიციულად ზღვაში შესვლით აღნიშნეს

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო