სერგი კაპანაძე - ველოდებით, რომ ხელისუფლებასთან შეხვედრის მორიგი რაუნდი რამდენიმე დღეში გაიმართება  - შემოთავაზებას, რომელსაც ხელისუფლება აკეთებს, არაფერი საერთო პროპორციულ არჩევნებთან არ აქვს

ყველა შემოთავაზება, რომელსაც ხელისუფლება ვითომ აკეთებს, იქნება ეს 100/50-ზე თუ ბარიერის დაწევა, ჯამში, ამას არაფერი საერთო პროპორციულ არჩევნებთან არ აქვს,- ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა სერგი კაპანაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ხელისუფლებისა და ოპოზიციის შეხვედრის მორიგი რაუნდი თვის ბოლომდე ჩატარდება და მათი ამოცანაა, პროპორციული არჩევნების რეფორმის მიღწევა.

„ჩვენ ველოდებით, რომ შეხვედრის მორიგი რაუნდი გაიმართება რამდენიმე დღეში, სავარაუდოდ, თვის ბოლომდე, ესეთი ინფორმაცია გვაქვს ყოველ შემთხვევაში, ჩვენი უცხოელი პარტნიორებისგან. ჩვენ მზად ვართ, ამ რაუნდშიც მივიღოთ მონაწილეობა და ჩვენი ამოცანა ამ მოლაპარაკებებში არის ის, რომ პროპორციულისკენ დაიძრას რეფორმა. ანუ, ყველა შემოთავაზებას, რომელსაც ხელისუფლება ვითომ აკეთებს, იქნება ეს 100/50-ზე თუ ბარიერის დაწევა, ჯამში, ამას არაფერი საერთო პროპორციულ არჩევნებთან არ აქვს, ამიტომ ჩვენი ამოცანა არის პროპორციული არჩევნები. თუ ივანიშვილი საბოლოოდ ამაზე უარს ამბობს, მაშინ მიიღებს შესაბამის რეაქციას, როგორც პოლიტიკური სპექტრისგან, ასევე საზოგადოებისგან არჩევნებზე. ეს არის მისი გადასაწყვეტი, მას უნდა ასეთ რისკზე წავიდეს და მერე ყველაფერი დაკარგოს, თუ კიდევ ოდნავ მაინც საღი აზრი აქვს დარჩენილი, რომ რაღაც შეთანხმებაზე მაინც წამოვიდეს“,-აცხადებს კაპანაძე.

მისივე თქმით, ოპოზიცია პარალელურად საპროტესტო აქციებით აპირებს ხელისუფლებას დისკომფორტი შეუქმნას.

„ოპოზიცია აპირებს, რომ ნებისმიერ შემთხვევაში განაგრძოს მაქსიმალური დისკომფორტის შექმნა ხელისუფლებისთვის სხვადასხვა აქციების, პიკეტირებების, გამოსვლების, მათ შორის, მასშტაბური გამოსვლების გზით, ეს იქნება ჩვენი გზა მანამ, სანამ არჩევნები არ იქნება დანიშნული და ჯამში ჩვენი ასეთი აქტივობა მოუმთავრებს პოლიტიკურად სიცოცხლეს ამ ხელისუფლებას.

სავარაუდოდ, იანვრის ბოლომდე იქნება აქციები რეგიონებში და თებერვლის დასაწყისში, როცა საპარლამენტო სესია განახლდება , განვაახლებთ უკვე პროტესტის მწვავე პოლიტიკურ სეზონს უკვე თბილისშიც“, - განაცხადა სერგი კაპანაძემ.

ცნობისთვის, დიპლომატიური კორპუსის მონაწილეობით ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის შეხვედრების რამდენიმე რაუნდი ჩატარდა. მოლაპარაკებების მთავარი თემა საარჩევნო სისტემას ეხება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა