ქუთაისი-სამტრედიის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა ქალი და მცირეწლოვანი ემსხვერპლა

ქუთაისი-სამტრედიის დამაკავშირებელ გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანი ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, სოფელ ბაშის მონაკვეთზე ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, რის შემდეგაც ავტომობილი გამყოფ ზოლს დაეჯახა. ადგილზე გარდაიცვალა ახალგაზრდა ქალი, მცირეწლოვანი ბავშვი კი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ დაიღუპა.

გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილები ბიძაშვილები არიან, ისინი შუახევის მუნიციპალიტეტში ცხოვრობდნენ. შემთხვევა გუშინ, გვიან მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სსკ-ს 276-ე მუხლის მერვე ნაწილით მიმდინარეობს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს