ხელვაჩაურში ხანძრის შედეგად, ორი ადამიანი დაიღუპა

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შარაბიძეებში ხანძრის შედეგად ორი ადამიანი, ცოლ-ქმარი დაიღუპა ხოლო მათი შვილი 40 წლამდე მამაკაცი დაშავდა. მას სხეულზე დამწვრობა აქვს მიღებული.

როგორც "ინტერპრესნიუსს" აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ზაალ მიქელაძემ განუცხადა, დაშავებული მამაკაცი ხელვაჩაურის საავადმყოფოში არის მოთავსებული და ქუთაისში დამწვრობის ცენტრში გადაყვანის პროცედურები მიმდინარეობს.

ხანძრის დროს სახლში კიდევ ერთი ადამიანი იმყოფებოდა, თუმცა მას დაზიანება არ მიუღია. ხანძარი ორსართულიან შენობაში პირველ სართულზე გაჩნდა.

ადგილზე სამაშველო სამსახურის თანამშრომლები იყვნენ მობილიზებული. ფაქტზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოძიებას აწარმოებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო