დიღომში, ყოფილი „მიონის“ ქარხნის შენობაში ხანძარია. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ცეცხლი მეექვსე სართულზე გაჩნდა.
უწყების ინფორმაციით, ადგილზე 7 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა მუშაობს.