გია ვოლსკი - კონგრესის და სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდან შეფასებები პოზიტიურია, ეს არის რეალობა და კონგრესმენის განცხადებაში სერიოზული აცდენაა ამ რეალობასთან

საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის შეფასებით, რესპუბლიკელი კონგრესმენის მარკუეინ მალინის წერილი მნიშვნელოვანწილად სცილდება იმ რეალობას, რომელიც საქართველოშია შექმნილი, განსაკუთრებით კი, ქართულ-ამერიკული ურთიერთობის ასპექტში, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გია ვოლსკიმ განუცხადა.

როგორც ვოლსკი აღნიშნავს, დამოუკიდებელობის პერიოდიდან, ასეთ მაღალ პოზიტიურ ნიშნულზე საქართველოს და ამერიკის შეერთებული შტატების თანამშრომლობა არასდროს ყოფილა, მათ შორის, კონგრესის მხარდაჭერის თვალსაზრისით.

„ეს პირველი განცხადება არ არის ამ კონგრესმენის, როგორც მახსოვს 2017 წელსაც იყო და უკავშირდებოდა ამერიკული კომპანია Frontera-ს საქმიანობას საქართველოში. თუმცა, რამდენადაც ვიცი, Frontera 2019 წლის ბოლომდე აგრძელდებდა საქმიანობას ჩვეულ რეჟიმში მოყოლებული 1994 წლიდან. გარკვეული პრეტენზიები გააჩნია კომპანია Frontera-ს, რომელსაც ქართული მენეჯმენტი ჰყავს და ნავთობისა და გაზის კორპორაციას. ეს ურთიერთპრეტენზიები განიხილება სტოკჰოლმის საარბიტრაჟო სასამართლოში.

რაც შეეხება პოლიტიკურ ნაწილს, რომ გადავხედოთ ისტორიას მოყოლებული დამოუკიდებელობის პერიოდიდან, ასეთ მაღალ პოზიტიურ ნიშნულზე საქართველოს და ამერიკის შეერთებული შტატების თანამშრომლობა არასდროს ყოფილა, მათ შორის, კონგრესის მხარდაჭერის თვალსაზრისით. რატომ არის მალინის შეფასებები ასე მწვავე, მე ამაზე პასუხს ვერ მოგცემთ, არ ვიცი. ფაქტებს თუ შევხედავთ, მხარდაჭერა საკმაოდ თვალსაჩინოა და სფეროები საკმაოდ ხელშესახებია. ვგულისხმობ როგორც პოლიტიკურ, ასევე ფინანურ და სამხედრო მხარდაჭერას. შეფასებებიც კონგრესის მხრიდან, ისევე როგორც სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდან პოზიტიურია. ბოლო განცხადება სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით იყო. ეს არის რეალობა და კონგრესმენის განცხადებაში სერიოზული აცდენაა ამ რეალობასთან“,- განაცხადა ვოლსკიმ.

გია ვოლსკი არ გამორიცხავს, რომ ისევე როგორც ადამ კინზინგერისა და გარი კონოლის მიერ წერილის გავრცელება, მარკუეინ მალინის წერილსაც ოპოზიციის მზრიდან მიწოდებული არასწორი ინფორმაცია ედოს საფუძვლად.

„კინზინგერის და კონოლის მიერ წერილის გავრცელების შემდეგ, საპარლამენტო დელეგაციის ვაშინგტონში ჩასვლამ და შეხვედრებმა დაადასტურა, რომ მნიშვნელოვანწილად ინტენსიური ინფორმირება საქართველოდან გარკვეული პოლიტიკური პარტიების მიერ არის განმაპირობებელი არასწორი შეფასებებისა გარკვეულ ნაწილში. თუმცა, მთლიანობაში შეფასება კვლავ რჩება ისეთი, როგორიც უნდა ჰქონდეს ამერიკის სეერთებულ შტატებს და მის მთავარ მოკავშირეს რეგიონში. შესაძლოა ამ წერილის დაწერის საფუძველიც არასწორად გაგზავნილი ინფორმაცია იყოს. ამიტომ ვფიქრობ, მნიშვნელოვანწილად სცილდება იმ რეალობას, რომელიც საქართველოშია შექმნილი და განსაკუთრებით ქართულ-ამერიკული ურთიერთობის ასპექტში“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

ცნობისთვის, რესპუბლიკელი კონგრესმენი მარკუეინ მალინი საქართველოს პრემიერ-მინისტრს, გიორგი გახარიას ღია წერილით მიმართავს. კონგრესმენი წერილში აღნიშნავს, რომ საქართველოს დემოკრატიული ღირებულებებისგან გადახვევითა და ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესებით შეშფოთებულია.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა