ზაქარია ქუცნაშვილი პარლამენტში დაბრუნებაზე უარს ამბობს

პარლამენტის ყოფილი დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილი პარლამენტის წევრობაზე უარს ამბობს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ განცხადება თავად ქუცნაშვილმა მიაწოდა.

როგორც ყოფილი დეპუტატი განმარტავს, მას სამართლიანად არ მიაჩნია დაეთანხმოს პარლამენტის წევრობას იმის გამო, რომ პარტიული სიით განსაზღვრული რიგითობა უწევს, მაშინ, როცა მან, როგორც მაჟორიტარული წესით გამარჯვებულმა დეპუტატმა, უკვე უარი თქვა მანდატზე.

„ინტერპრესნიუსი“ ქუცნაშვილის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„ბევრი ადამიანი ინტერესით ელოდება - ვისარგებლებ თუ არა კანონით მონიჭებული ადგილმონაცვლეობის უფლებით, რის საშუალებასაც 2016 წლის საპარლამენტო სიით განსაზღვრული რიგითობა მაძლევს. დავთანხმდები თუ არა, ისევ დავიკავო დეპუტატის ადგილი საქართველოს პარლამენტში. მართლაც დიდი პატივია ქვეყნის უმაღლეს წარმომადგენლობით ორგანოში საკუთარი ამომრჩეველის ინტერესებს წარმოადგენდე და მის უფლებებს იცავდე. ჩემი შეხედულებით, პოლიტიკოსი, ისევე როგორც სხვა სფეროში მომუშავე ადამიანი, მხოლოდ იმ შემთხვევაშია თავისუფალი, თუ შეუძლია ნებისმიერ ქმედებაში საკუთარი წილი პასუხისმგებლობა დაინახოს; თუ ადამიანურ სოლიდარობას თანამდებობის შენარჩუნების ინტერესს არ უქვემდებარებს და მის ზნეობრივ სასწორზე სამოქალაქო თანხმობა ბევრად გადაწონის პირად პოლიტიკურ კარიერას.

ჩემთვის კანონს, უფლებებითა და ინტერესებით აღმჭურველი და მავალდებულებელი ბუნების გარდა, მორალური სახეც აქვს. მორალურობის მთავარი განმაპირობებლი კი სამართლიანობა და ტრადიციაა. არ ცდებიან ის იურისტები, რომლებიც ამბობენ, რომ ერთი მოწვევის პარლამენტში ერთი და იგივე პირი შეიძლება ორჯერ აირჩეს, რადგან შერეული საარჩევნო სისტემით ფორმირებული ერთპალატიანი პარლამენტი ამის შესაძლებლობას იძლევა. შუალედური არჩევნები ყველა ყოფილ დეპუტატს წარმოუშობს უფლებას განმეორებით იყაროს კენჭი და კვლავ გახდეს იმავე მოწვევის პარლამენტის წევრი, მაგრამ მაჟორიტარული წესით გამარჯვებულმა დეპუტატმა პარლამენტის წევრობაზე უარი თქვას და მეორე წელს თუნდაც იმის გამო, რომ პარტიული სიით განსაზღვრული რიგითობა მოუწევს, დაეთანხმოს პარლამენტის წევრად კვლავ გახდომას - სამართლიანად არ მიმაჩნია! პრეცენდეტის დაშვებით არ მინდა მახინჯ ტრადიციას მივცეთ დასაბამი. ნებისმიერი საარჩევნო სისტემის პირობებში, პარლამენტში მოხვედრის ჯერადობა არჩევნებში გამარჯვების ჯერადი უნდა იყოს. მიუხედავად იმისა, რომ დღეს მოქმედი კანონი ამის უფლებას მაძლევს და თანაც დიდია ცდუნება იმისა, რომ საპარლამენტო ტრიბუნიდან ვუპასუხო პოლიტიკანების ცრუ ბრალდებებს, მეორედ ვაცხადებ უარს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრობაზე.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მე როგორც პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ -ს ერთ-ერთი დამფუძნებელი, მოგმართავთ თხოვნით, რათა ამომიღოთ საპარლამენტო სიიდან, ფორმალურად კანონიერი, მაგრამ რეალურად უსამართლო შესაძლებლობის წარმოშობამდე,“ - აცხადებს ზაქარია ქუცნაშვილი.

შეგახსენებთ, რომ დეპუტატ ოთარ ჩრდილელის ადგილმონაცვლე პარლამენტში პარტიული სიის მიხედვით, ზაქარია ქუცნაშვილი უნდა ყოფილიყო.

იხილეთ ვიდეო: ზაქარია ქუცნაშვილი პარლამენტში დაბრუნებაზე უარს ამბობს

ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე