პირველად საქართველოში ემბრიონის ტრანსფერის ვორქშოფი კონფერენციის „უშვილობა 35+“ ფარგლებში გაიმართება

პირველად საქართველოში, ქართულ-გერმანული რეპროდუქციული მედიცინის ცენტრის GGRC-ის ეგიდით და საქართველოს უროლოგთა, მეან-გინეკოლოგთა და რეპროდუქტოლოგთა ასოციაციების მხარდაჭერით საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენციის „უშვილობა 35+“ ფარგლებში გაიმართება ემბრიონის ტრანსფერის ვორქშოფი რეპროდუქციული მედიცინის სფეროს წარმომადგენლებისთვის.

კონფერენციაზე მსმენელების წინაშე წარსდგებიან რეპროდუქციული მედიცინის დარგში მსოფლიოს წამყვანი კლინიკების ექიმები ისრაელიდან, გერმანიიდან, თურქეთიდან, ასევე ქართველი და უცხოელი ექსპერტები; გაიმართება პროფესორ ვლადისლავ კორსაკისა და ნინო მუსერიძის ერთობლივი წიგნის „უნაყოფობა -კითხვები და პასუხები“ პრეზენტაცია.

კონფერენციის ორგანიზატორის, ქართულ-გერმანული რეპროდუქციული მედიცინის ცენტრის კლინიკური დირექტორის ნინო მუსერიძის განმარტებით, საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკულ კონფერენციაზე რეგისტრაცია რამდენიმე დღეა დაიწყო და დასწრების მსურველთა რაოდენობა უპრეცედენტოდ მაღალია.

„დარეგისტრირება შეუძლიათ მხოლოდ სერტიფიცირებულ სპეციალისტებს. მონაწილე უროლოგებს, ენდოკრინოლოგებს, რეპროდუქტოლოგებსა და მეან-გინეკოლოგებს მიენიჭებათ 6 (I ტიპის) UPG ქულა და გაიცემა შესაბამისი სერთიფიკატი. ქალისა და მამაკაცის ფაქტორით გამოწვეული უშვილობა დღესდღეობით ერთ-ერთი აქტუალური პრობლემაა და რეპროდუქციული ასაკის წყვილთა 13-15%-ს აწუხებს. უშვილობა მსოფლიო მასშტაბით მზარდი პრობლემაა, რასაც არაერთი მიზეზი აქვს. თუმცა, ამავდროულად, დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიების მეთოდების განვითარებისა და დახვეწის შესაბამისად, ყოველწლიურად უფრო და უფრო მეტი ბავშვი იბადება ამ გზით და პროცედურების წარმატებით დასრულების სტატისტიკური მაჩვენებელიც მნიშვნელოვნად იზრდება. მიხარია, რომ მე და ჩემს კლინიკასაც მიგვიძღვის წვლილი არაერთი ოჯახის გაბედნიერებაში, მიმაჩნია რომ ეს დარგი მეტად უნდა განვითარდეს და დაიხვეწოს, სწორედ ამ მიზნით, პირველად საქართველოში ჩვენს მიერ ორგანიზებული კონფერენციის ფარგლებში, მსოფლიოს წამყვანი რეპროდუქტოლოგები და ემბრიოლოგები მსმენელებისთვის წაიკითხავენ ლექციას და გამართავენ ემბრიოტრანსფერის ვორქშოფს,“ - განაცხადა ნინო მუსერიძემ.

პროფესორი დოვ ფელდბერგი, მეან-გინეკოლოგი, რეპროდუქტოლოგი ისრაელიდან: „უშვილობა 35+“, ეს არის კონფერენციის თემა, რომელშიც სიამოვნებით ვიღებ მონაწილეობას, როგორც მომხსენებელი. დაფეხმძიმებისა და ბავშვის გაჩენის პროცენტული მაჩვენებელი განსხვავებულია სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში. ასაკის მატებასთან ერთად ეს მაჩვენებელი მცირდება. 35-40 წლის შემდეგ იწყება კვერცხუჯრედის „დაბერების“ პროცესი, რაც დაფეხმძიმების პროცენტული მაჩვენებლის შემცირებას იწვევს, დღევანდელი ცხოვრების რიტმი, ქალთა ემანსიპაციის მაღალი დონე, მათი კარიერული წინსვლის მაღალი მოტივაცია, ხშირად აფერხებს შვილოსნობის გეგმებს, ამიტომაც მსოფლიოში ზოგადად გაიზარდა შვილოსნობის ასაკი, რასაც ხშირად ქალის რეპროდუქციული უნარები ფეხს ვერ უწყობს და დგება უშვილობის პრობლემა. ამიტომაც თბილისის კონფერენციის თემა დღეისათვის მეტად აქტუალურია. მომხსენებლები, რეპროდუქციული ჯანმრთელობის სხვადასხვა მიმართულების საერთაშორისო ექსპერტები იმ თემებსა და შესაძლებლობებს განვიხილავთ, რაც დღეს ევროპასა და ამერიკაში დარგობრივი ასოციაციების რეკომენდაციებით და გაიდლაინებით არის გათვალისწინებული 35 წლის ზემოთ ქალბატონების რეპროდუქციული მკურნალობისა და ტექნოლოგიების გამოყენების კუთხით.

კონფერენცია „შერატონ გრანდ მეტეხი პალასში“ 1 თებერვალს გაიმართება, დარგის სპეციალისტებს შეუძლიათ დარეგისტრირდნენ ელექტრონულად შემდეგ მისამართზე: www.conference.ggrc.ge

(R)

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა