არჩილ თალაკვაძე - „ქართული ოცნება" არ არის ის პარტია, ვისაც აქვს აუცილებლობა, რომ ხელმეორედ შემოიყვანოს დეპუტატი პარლამენტში

ვფიქრობ, „ქართული ოცნება" არ არის ის პოლიტიკური პარტია, ვისაც აქვს აუცილებლობა, რომ ხელმეორედ შემოიყვანოს დეპუტატი პარლამენტში, - ასე უპასუხა ჟურნალისტების კითხვას პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ, რომელიც ზაქარია ქუცნაშვილისთვის პარლამენტში განმეორებით შესვლის შესაძლებლობას ეხებოდა.

თალაკვაძის თქმით, ზაქარია ქუცნაშვილმა თავის დროზე ღირსეული გადაწყვეტილება მიიღო.

„მართალია, რომ მას პროპორციული სიით ეკუთვნის პარლამენტში შესვლა, თუმცა ასეთი პრეცედენტი არ ყოფილა, რომ პარლამენტარს ეთქვას უარი თავის მანდატზე და შემდეგ პროპორციული სიით ხელახლა შემოსულიყოს პარლამენტში. ვფიქრობ, „ქართული ოცნებაც" არ არის ის პოლიტიკური პარტია, ვისაც აქვს აუცილებლობა, რომ ხელმეორედ შემოიყვანოს დეპუტატი. ვფიქრობ, რომ ეს მას უნდა ჰკითხოთ პირველ რიგში. მან ღირსეული გადაწყვეტილება მიიღო თავის დროზე და არ მგონია, რომ ეს გადაწყვეტილება შეცვალოს", - განაცხადა თალაკვაძემ.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს