არჩილ თალაკვაძე - მაღალი ალბათობით, ირაკლი შოთაძის კანდიდატურა იქნება პარლამენტში წარმოდგენილი - ვფიქრობ, რომ მას უმრავლესობის დეპუტატების მხრიდან ექნება მხარდაჭერა

მაღალი ალბათობით, ირაკლი შოთაძის კანდიდატურა იქნება პარლამენტში წარმოდგენილი, ვფიქრობ, რომ უმრავლესობის დეპუტატების მხრიდან ექნება მხარდაჭერა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განუცხადა.

მისივე თქმით, შოთაძემ თავის დროზე თანამდებობის დატოვებაზე ღირსეული გადაწყვეტილება მიიღო.

„ჩვენ მხარს დავუჭერთ მის კანდიდატურას. რეალური ისტორია შოთაძესთან დაკავშირებით არის ის, რომ გენერალური პროკურორობის პერიოდში, მისი ხელმძღვანელობით, პროკურატურამ გახსნა, გამოიძია და პასუხისგებაში მისცა დამნაშავეები არაერთ გახმაურებულ საქმეებზე. პროკურატურა იყო ეფექტური. შემდეგ რა მოხდა? მოხდა ის, რომ ერთ კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით, რაზეც საზოგადოების ინტერესი იყო მაღალი და იყო პროტესტი, საზოგადოებას ჰქონდა კითხვები მასთან დაკავშირებით, ის დადგა არჩევანის წინაშე, მორალური პასუხისმგებლობაა მთავარი თუ არის თანამდებობა და სკამი და მან მიიღო ძალიან ღირსეული გადაწყვეტილება, დატოვა თანამდებობა. ამით მშობლებს, დაზარალებულებს აჩვენა, რომ მისთვის თანამდებობა არ არის მთავარი. მისთვის მთავარია მორალური ღირებულებები და სტანდარტი იყოს დაცული", - განაცხადა თალაკვაძემ.

ცნობისთვის, გენპროკურორობიდან გადამდგარი ირაკლი შოთაძე გენერალური პროკურორის ვაკანტურ თანამდებობაზე წარადგინეს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა