ფლავის, ფლავისმანისა და ქვეშის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია დაიწყება

გორის მუნიციპალიტეტის სამი სოფლის ფლავის, ფლავისმანისა და ქვეშის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია მალე დაიწყება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გორის მერიიდან აცნობეს.

მათივე ცნობით, პროექტის სატენდერო ღირებულება, რომელიც 1,5 კილომეტრი გზის რეაბილიტაციას ითვალისწინებს, 665 080 ლარია. გზის სავალი ნაწილის რეაბილიტაციასთან ერთად მოეწყობა ეზოებში შესასვლელები და მიერთებები.

„წინადადებების მიღების ვადა 26 - დან 31 იანვრამდე გრძელდება. ტენდერის პირობებიდან გამომდინარე სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 6 თვეში უნდა დასრულდეს.

გზის აღნიშნულ მონაკვეთს რამდენიმე წელია მსგავსი სახის სარეაბილიტაციო სამუშაოები არ ჩატარებია. დაზიანებული გზის საფარი გადადგილებისას პრობლემებს უქმნის როგორც მძღოლებს ასავე ფეხით მოსიარულეებს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა