ოპოზიცია და ხელისუფლება თანხმდება დიალოგის გაგრძელებაზე, რასაც მივესალმები. მთავარია, მოვახერხოთ წინ წასვლა და ვიპოვოთ ისეთი შედეგი, რომელზეც შეთანხმება შესაძლებელია, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, კარლ ჰარცელმა განუცხადა.
მისივე თქმით, სასურველია ისეთი საარჩევნო სისტემის მიღება, რომელიც ეცდება გარემოს დეპოლარიზაციას და განამტკიცებს ნდობას.
„ჩვენ ვცდილობთ მოვახდინოთ იდენტიფიცირება იმ თემების, რომელზეც შესაძლებელია კომპრომისის მიღწევა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ბრიუსელისა და ბევრი ევროპული დედაქალაქის პერსპეტივიდან, დეპოლარიზაცია ჩვენთვის არის დღის წესრიგის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხი,“ - აღნიშნა ჰარცელმა.