გორის მერია - 2020 წელს, სასმელი წყლის სისტემა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ არაშენდაშიც მოეწყობა

2020 წელს სასმელი წყლის სისტემის მოწყობა სოფელ არაშენდაშიც იგეგმება, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გორის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების შესყიდვის მიზნით ტენდერი მიმდინარეობს.

სამუშაოების სატენდერო ღირებულება 522 731 ლარია. წინადადებების მიღება 30 იანვარს სრულდება.

პროექტის ფარგლებში მოეწყობა წყალმომარაგების შიდა გამანაწილებელი ქსელი, ჭაბურღილი, საქლორატოროსა და სადაწნეო სარეგულაციო რეზერვუარი.

ამასთან, როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, სოფელში ამ დროისთვის წყალმომარაგების სისტემა საერთოდ არ არსებობს. ათეული წლებია ადგილობრივები წყალს რამდენიმე კილომეტრიდან ეზიდებიან. სამუშაოების დასრულების შემდეგ 224 ოჯახს წყლის პრობლემა აღარ შეაწუხებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა