„ვითიბი ბანკი“ საქართველოს წყალბურთელთა ეროვნულ ნაკრებს, ევროპის ჩემპიონატზე წარმატებას ულოცავს

„ვითიბი ბანკი“, როგორც ნაკრების გენერალური სპონსორი, წყალბურთის ნაკრებს ევროპის ჩემპიონტზე წარმატებით ასპარეზობას ულოცავს! #ქართულიწყალბურთისN1ქომაგი.

„ბუდაპეშტში მიმდინარე ჩემპიონატზე, საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა პროგრამა მინიმუმი შეასრულა და საფრანგეთის ნაკრების დამარცხების შემდეგ, ჯგუფური ეტაპიდან მერვედფინალში გადავიდა. თუმცა მთავარი მატჩი წინ არის: პლეი ოფში, რაც იგივე მერვედფინალია, საქართველოს ნაკრები რუსეთის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება. რუსეთთან გამარჯვების შემთხვევაში, რევაზ ჩომახიძის ნაკრები 1/4 ფინალში მასპინძელ უნგრეთს შეხვდება, ხოლო წაგების შემთხვევაში, მე-9 ადგილისთვის იბრძოლებს”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

„მეექვსე წელია, რაც „ვითიბი ბანკი“, წყალბურთში ეროვნული ნაკრების გენერალური სპონსორია, მოხარულები ვართ, რომ ჩვენი პარტნიორობის პერიოდში ნაკრებმა კარგ შედეგებს მიაღწია და ახლაც დიდი წარმატებით ასპარეზობს 2020 წლის ევროპის ჩემპიონატზე. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ქართული სპორტის მხარდაჭერა. გუშინ ცნობილი გახდა, რომ წყალბურთელთა ნაკრებმა, 2019 წლის სათამაშო სახეობებში საუკეთესო ნაკრები გუნდის წოდებაც მოიპოვა, ვულოცავთ ბიჭებს ამ წარმატებასაც!“ - განაცხადა „ვითიბი ბანკის“ მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა შოთა მაჭავარიანმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა