ირაკლი ღარიბაშვილმა სამხედრო მოსამსახურეები დააჯილდოვა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თავდაცვის ძალების სამი სამხედრო მოსამსახურე სამოქალაქო გმირობისთვის დააჯილდოვა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილმა უფროს სერჟანტ ზაზა ფერაძის სახელობის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის მეთაურს ვიცე-პოლკოვნიკ ელგუჯა ბიბინიძეს, ამავე ცენტრის მძღოლს კაპრალ-სპეციალისტ ირაკლი დევრისაშვილს და აღმოსავლეთ სარდლობის I ქვეითი ბრიგადის მე-11 ბატალიონის კაპრალ-სპეციალისტ გოჩა ნონაშვილს თავდაცვის სამინისტროს უწყებრივი მედლები „სიცოცხლის გადარჩენისთვის“ გადასცა.

„სამხედრო მოსამსახურეებმა მოქალაქეები დაღუპვას საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად გადაარჩინეს. ვიცე-პოლკოვნიკმა ელგუჯა ბიბინიძემ და კაპრალმა დევრისაშვილმა არხში ჩავარდნილი ავტომანქანიდან ასაკოვანი მოქალაქე გადმოიყვანეს, პირველადი სამედიცინო დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს და მის გადასარჩენად ყველა შესაბამისი ზომა მიიღეს. კაპრალმა გოჩა ნონაშვილმა კი, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზიანებული მანქანიდან მძიმე მდგომარეობაში მყოფი 4 მგზავრი ამოიყვანა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების მოსვლამდე პირველადი დახმარება აღმოუჩინა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა