რუსთავის პროფესიულ კოლეჯ „მოდუსში“ ახალგაზრდული მეწარმეობის ხელშეწყობისთვის, ეკოსისტემის შექმნის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა

რუსთავის პროფესიულ კოლეჯ „მოდუსში“ ახალგაზრდული მეწარმეობის ხელშეწყობისთვის, ეკოსისტემის შექმნის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს, მრგვალი მაგიდის ფორმატის სამუშაო შეხვედრას, რომელიც რუსთავის ინოვაციების ჰაბის ინიციატივით მოეწყო, ქალაქის მერი ირაკლი ტაბაღუა, ბიზნესსექტორის, საგანმანათლებლო დაწესებულებების, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე, ახალგაზრდული ბიზნესიდეების განხორციელების ხელშემწყობი ეკოსისტემის შექმნის ასდღიანი სამოქმედო გეგმის შემუშავებაზე იმსჯელეს, განიხილეს საჭირო პერსპექტივები და რესურსები.

„მიზანი, არის ის, რომ ერთობლივად, იმ გამოცდილებების გაზიარებით, რაც მრგვალი მაგიდის მონაწილეებს აქვთ, უნდა შემუშავდეს გეგმა, სადაც დეტალურად იქნება გაწერილი თუ რა ნაბიჯებია გადასადგმელი იმისთვის, რომ რუსთავში შეიქმნას ახალგაზრდული მეწარმეობის განვითარების ეკოსისტემა. მე იმედი მაქვს, რომ ერთობლივი საქმიანობა, შედეგიანი იქნება“, - განაცხადა რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ ჟურნალისტებთან საუბარში.

შეხვედრა პროექტის „მდგრადი ქალაქები ადამიანებისთვის“ ფარგლებში გაიმართა. ერთწლიანი პროექტის განხორციელება, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) დაფინანსებით, 2019 წლის სექტემბერში დაიწყო.

ემილ ავდალიანი - ნაკლებად სავარაუდოა, საქართველომ რეგიონში მთავარი ტრანზიტული ქვეყნის როლი დაკარგოს, სომხეთზე გამავალი გზა მაინც უფრო მეორადი ხასიათის იქნება
გიორგი მელაშვილი - ჩვენ ვკარგავთ გეოპოლიტიკურ მომენტს: „ქართული ოცნება“ მიზანმიმართულად გვაშორებს დასავლეთს, სახიფათო სპირალი, რომელშიც ვიმყოფებით, არის „ქართული ოცნების“ პროპაგანდისა და პოლიტიკის ლოგიკური შედეგი
ქართული პრესის მიმოხილვა 06.11.2025
წარმატების საიდუმლო იარაღი: როგორ გამოვიყენოთ შეკითხვები ჩვენს სასარგებლოდ?