პროკურორი - ბრალდების მხარის მოწმემ განაცხადა, რომ წითელმაისურიანი მამაკაცი ახორციელებდა გარკვეული სახის ძალადობას, ექსპერტიზით დადგენილია, რომ წითელმაისურიანი მამაკაცი ბესიკ თამლიანია

ექსპერტიზით დადგენილია, რომ წითელმაისურიანი მამაკაცი ბესიკ თამლიანია, - ამის შესახებ 20 ივნისის საქმის პროკურორმა ვაჟა თოდუამ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც პროკურორი განმარტავს, მტკიცებულებათა ერთობლიობით დასტურდება ბესიკ თამლიანის ბრალეულობა.

„დღეს ბრალდების მხარის მოწმე დაიკითხა, მან განაცხადა, რომ წითელმაისურიანი მამაკაცი ახორციელებდა გარკვეული სახის ძალადობას, მის თანამშრომელს ფარი წაართვა, ასევე მის მიმართ განახორციელა ძალადობა კერძოდ კი, მის ფარს ხელი რამდენჯერმე დაარტყა. დადგენილია ექსპერტიზით, რომ წითელმაისურიანი მამაკაცი ბესიკ თამლიანია. შესაბამისად, მტკიცებულებათა ერთობლიობით მისი ბრალეულობა დასტურდება. ასევე დაიკითხებიან უშუალოდ ის მოწმეებიც, რომლებიც ადასტურებენ, რომ ამ მამაკაცმა გასტაცათ პოლიციის ფარი“, - განაცხადა თოდუამ.

კითხვაზე, დართავს თუ არა პროკურატურა ბესიკ თამლიანს მამის წლისთავზე რამდენიმე საათით წასვლის ნებას, პროკურორი პასუხობს, რომ ეს მათ კომპეტენციაში არ შედის.

„ამის თაობაზე ჩვენ კომპეტენტური ორგანო არ ვართ, ამ საკითხს პენიტენციური სამსახური აწესრიგებს, ჩვენი ჩართულობა საჭირო არ არის“, - განაცხადა თოდუამ.

ცნობისთვის, 20 ივნისის საქმეზე ზურაბ ბუდაღაშვილი, ბესიკ თამლიანი, ცოტნე სოსელია და კახაბერ კუპრეიშვილი არიან დაკავებული. მათ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვთ შეფარდებული. დაკავებულ პირებს ბრალი ედებათ ჯგუფურ მოქმედებაში მონაწილეობაში, რასაც თან ახლდა რბევა, ძალადობა, სხვისი ნივთის დაზიანება და განადგურება, ასევე ხელისუფლების წარმომადგენლისადმი წინააღმდეგობა და მათზე თავდასხმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა