ბათუმში წყალარინებისა და სანიაღვრე სისტემების მშენებლობა და რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ბათუმში წყალარინებისა და სანიაღვრე სისტემების მასშტაბური პროექტები ხორციელდება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ "ბათუმის წყლიდან" აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, ბაგრატიონის ქუჩაზე წყალარინების ახალი კოლექტორის მშენებლობა მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში სამუშაოებს ბათუმის მერიის დაკვეთით, შპს „გზა“ ახორციელებს. მათივე ცნობით, კიდევ ერთი ქუჩა ბათუმში, სადაც წყალარინების 400 მმ. ქსელის მშენებლობა მიმდინარეობს ლეონიძის ქუჩაა. პროექტი ბათუმის მერიის დაკვეთით ხორციელდება და აღნიშნულ ქუჩაზე სამუშაოებს შპს „გზა“ ახორციელებს. თევრად გორგილაძის ქუჩაზე სანიაღვრე ქსელის მოწყობის სამუშაოები ხორციელდება. სამუშაოებს შპს „სამკუთხედი“ აწარმოებს.

რეაბილიტაციის პროცესს „ბათუმის წყლის“ ტექნიკური დირექტორი ირაკლი ბაკურაძე ადგილზე გაეცნო.

„ბათუმის მერია აქტიურად ახორციელებს წყალმომარაგება-წყალარინების ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ქალაქში. ეს მოაგვარებს ათწლეულების პრობლემას ქალაქში წყალმომარაგება-წყალარინების კუთხით”, - აცხადებს ბაკურაძე.

„ბათუმის წყლის“ პრესსამსახურის ცნობით, ბათუმში, თოდოგაურის ზედა დასახლებაში წყალმომარაგების რეზერვუარისა და სატუმბი სადგურის მშენებლობა მიმდინარეობს. პროექტი ასევე ბათუმის მერიის დაკვეთით ხორციელდება და დაგეგმილია წყალსადენის ქსელის სატუმბო სადგურის, რეზერვუარის და 50კბმ-იანი ავზის მშენებლობა.

„თოდოგაურის ზედა დასახლებაში წყალმომარაგების პრობლემა ათწლეულების განმავლობაში არსებობდა, პროექტის დასრულების შემდეგ 24 საათიანი წყალმომარაგებით 50 ოჯახი ისარგებლებს“, - ამბობს „ბათუმის წყლის“ ტექნიკური დირექტორი ირაკლი ბაკურაძე.

11.08.2025 / 08:27

სანდრო თვალჭრელიძე - “ახლავე გეტყვით, რომ მერაბ სეფაშვილის დასახელების შემთხვევაში კალაძეს გამარჯვება გარანტირებული ექნება”

“თბილისი კალაძეს დაუთმეს და დანარჩენი საქართველო კობახიძეს” - რატომ ცვლის “ოცნება” მერების ნახევარს რეგიონებში

მირიან მირიანაშვილი - “ვაშინგტონში გადაწყდა, რომ ჩვენს რეგიონში პოლიტიკური ლანდშაფტი ტოტალურად უნდა შეიცვალოს“

“ნომრების ომი” და 13 წლის წინანდელი პრეცედენტი - “ენმ-ს საარჩევნო ნომრის დაბრუნება მომდევნო არჩევნებზე შეეძლება”

ვახტანგ ძაბირაძე - “თუ “ქართული ოცნება” გაათავისუფლებს პატიმრებს და პოლიტიკურ კურსსაც შეცვლის, შეიძლება დარეგულირდეს პროცესები”

ბათუმში წყალარინებისა და სანიაღვრე სისტემების მშენებლობა და რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ბათუმში წყალარინებისა და სანიაღვრე სისტემების მასშტაბური პროექტები ხორციელდება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ "ბათუმის წყლიდან" აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, ბაგრატიონის ქუჩაზე წყალარინების ახალი კოლექტორის მშენებლობა მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში სამუშაოებს ბათუმის მერიის დაკვეთით, შპს „გზა“ ახორციელებს. მათივე ცნობით, კიდევ ერთი ქუჩა ბათუმში, სადაც წყალარინების 400 მმ. ქსელის მშენებლობა მიმდინარეობს ლეონიძის ქუჩაა. პროექტი ბათუმის მერიის დაკვეთით ხორციელდება და აღნიშნულ ქუჩაზე სამუშაოებს შპს „გზა“ ახორციელებს. თევრად გორგილაძის ქუჩაზე სანიაღვრე ქსელის მოწყობის სამუშაოები ხორციელდება. სამუშაოებს შპს „სამკუთხედი“ აწარმოებს.

რეაბილიტაციის პროცესს „ბათუმის წყლის“ ტექნიკური დირექტორი ირაკლი ბაკურაძე ადგილზე გაეცნო.

„ბათუმის მერია აქტიურად ახორციელებს წყალმომარაგება-წყალარინების ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ქალაქში. ეს მოაგვარებს ათწლეულების პრობლემას ქალაქში წყალმომარაგება-წყალარინების კუთხით”, - აცხადებს ბაკურაძე.

„ბათუმის წყლის“ პრესსამსახურის ცნობით, ბათუმში, თოდოგაურის ზედა დასახლებაში წყალმომარაგების რეზერვუარისა და სატუმბი სადგურის მშენებლობა მიმდინარეობს. პროექტი ასევე ბათუმის მერიის დაკვეთით ხორციელდება და დაგეგმილია წყალსადენის ქსელის სატუმბო სადგურის, რეზერვუარის და 50კბმ-იანი ავზის მშენებლობა.

„თოდოგაურის ზედა დასახლებაში წყალმომარაგების პრობლემა ათწლეულების განმავლობაში არსებობდა, პროექტის დასრულების შემდეგ 24 საათიანი წყალმომარაგებით 50 ოჯახი ისარგებლებს“, - ამბობს „ბათუმის წყლის“ ტექნიკური დირექტორი ირაკლი ბაკურაძე.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ემიგრაციაში მყოფი ბავშვებისთვის, ონლაინ-სკოლაში მიღება დაიწყო
PSP საქართველოში სააფთიაქო ბაზრის ლიდერია
შემოქმედებითი თრობა - 20 აგვისტოდან სტარტს „ვაინქასთი“ აიღებს
Samsung-ის უახლესი Galaxy Z Fold7 | Z Flip7 და Galaxy Watch8 სერია