მექსიკის უსაფრთხოების ძალებმა მიგრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს

მექსიკის უსაფრთხოების ძალებმა მიგრანტების წინააღმდეგ, რომლებიც ცენტრალური ამერიკიდან მდინარის გადალახვასა და მექსიკაში შესვლას ცდილობდნენ, ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს, -ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, რამდენიმე ქალი აცხადებს, რომ შექმნილი ქაოსის შედეგად საკუთარი მცირეწლოვანი შვილის პოვნას ვეღარ ახერხებს, თუმცა მიგრაციის ეროვნული ინსტიტუტი ბავშვების დაკარგვის შესახებ ინფორმაციას უარყოფს.

მექსიკის მიგრაციის ეროვნული ინსტიტუტის ინფორმაციით, მიგრანტებმა პოლიციას ქვები დაუშინეს, რის შედეგადაც დაშავებულია ნაციონალური გვარდიის ხუთი წევრი.

მიგრაციის ეროვნული ინსტიტუტი აცხადებს,რომ დაკავებულია 402 მიგრანტი, რომლებიც იმიგრაციის ცენტრებში არიან გადაყვანილები, სადაც ისინი საკვებს, წყალსა და თავშესაფარს მიიღებენ. იმ შემთხვევაში, თუ მათთვის სამართლებრივი სტატუსის მინიჭების საკითხი ვერ მოგვარდება, დაკავებულებს თვითმფრინავისა და ავტობუსების საშუალებით თავიანთ სახლებში დააბრუნებენ.

შეგახსენებთ, გასულ წელს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მექსიკას ტარიფების დაწესებით დაემუქრა იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანა მიგრანტების ნაკადს არ შეამცირებს, რომლებიც აშშ-ში მექსიკის გავლით ჩადიან.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა