წყალმომარაგების კომპანიის ახალი ხელმძღვანელი - 2020 წელს დამატებით 200 მლნ ლარის ინვესტიციას განვახორციელებთ, რაც რეგიონებში წყლის ინფრასტრუქტურის განვითარებას მოხმარდება

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ ილია ბეგიაშვილმა წყალმომარაგების კომპანიის თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი, გრიგოლ მანდარია წარუდგინა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიიდან აცნობეს, შეხვედრისას, ილია ბეგიაშვილმა ბაკურიანსა და გუდაურში იანვრის დასაწყისში შექმნილი ვითარებაც მიმოიხილა და აღნიშნა, რომ საჭიროა კიდევ უფრო მეტი ძალისხმევა და კოორდინირებული მუშაობა, რათა მსგავსი პრობლემები თავიდან ავიცილოთ.

მინისტრის მოადგილემ და ახალმა ხელმძღვანელმა მადლობა გადაუხადეს წყალმომარაგების კომპანიის ყველა იმ თანამშრომელს, რომლებიც ამ დღეების განმავლობაში, რთულ კლიმატურ და რელიეფურ პირობებში 24 საათიან რეჟიმში მუშაობდნენ პრობლემის აღმოსაფხვრელად.

გრიგოლ მანდარიას განცხადებით, კომპანია გააგრძელებს აქტიურად მუშაობას, რათა დაძლიოს დარგში დღეს არსებული გამოწვევები და სირთულეები.

,,მაქსიმალური უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ წყლის მიწოდების სერვისები რეგიონებსა და ტურისტულ ზონებში გაუმჯობესდეს. ჩვენ დავიწყეთ შეხვედრები დეველოპერებთან, მუნიციპალიტეტებთან, ბიზნეს სექტორთან და შესაბამის უწყებებთან, რათა კოორდინირებულად ვითანამშრომლოთ, მივყვეთ მზარდ ტურისტულ ტემპს და დამსვენებლები სტაბილური წყლის მიწოდებით უზრუნველვყოთ. 2020 წელს კომპანია დამატებით 200 მილიონი ლარის ინვესტიციას განახორციელებს, რაც რეგიონებში წყლის ინფრასტრუქტურის განვითარებას მოხმარდება. მოგვიწევს ინტენსიურ რეჟიმში მუშაობა, რათა მიმდინარე მასშტაბური სამუშოები დროულად დავასრულოთ, დავიწყოთ ახალი პროექტები და გავაუმჯობესოთ წყლის მიწოდების მომსახურება“, - განაცხადა გრიგოლ მანდარიამ.

სამინისტროს ინფორმაციით, ახალ ხელმძღვანელს წყალმომარაგების სფეროში მუშაობის რამდენიმე წლიანი გამოცდილება გააჩნია. 2012 წლიდან გრიგოლ მანდარია მუშაობდა ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნულ კომისიაში - წყალმომარაგების დეპარტამენტის დირექტორად, ხოლო კომპანიაში დანიშვნამდე ინფრასტრუქტურის სამინისტროში, წყალმომარაგების საკითხებში მრჩევლის პოზიციას იკავებდა.

ვაჟა ბერიძე - ქართული სახელმწიფოებრიობა საფრთხეშია - ჩვენ ისევ დასამტკიცებელი გვაქვს, რომ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ვიმსახურებთ
ნათია ფიფია - დასავლურ საგანმანათლებლო სისტემასთან მიახლოება ხანგრძლივი პროცესია და მოითხოვს, ერთი მხრივ გლობალურ გამოწვევებს ვუპასუხოთ, მეორე მხრივ, მივუახლოვდეთ ქართულ რეალობასთან მორგებულ დასავლურ სტანდარტებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
სებსბერი - მოცვის პლანტაციები გურიაში
Wendy’s®-მა თავისუფლების მოედანზე მორიგი ფლაგმანი რესტორანი გახსნა
ლეგენდების საქველმოქმედო მატჩი ლისაბონში SMH Sports-ის მონაწილეობით გაიმართება
ქართული რივიერა უნიკალური მიკროკლიმატითა და სანაპირო ზოლით - ადგილი, რომელიც ერთი ჩასვლით შეგიყვარდებათ
2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს
BGA-ს დამფუძნებლები გენერალური პროკურორისგან ირაკლი გილაურის წინააღმდეგ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ
სიახლე PSP-ში - ოლიგოთერაპიის ლიდერი ფრანგული ბრენდი „ლაბორატორია გრანიოს” პროდუქტები უკვე საქართველოშია
ახალი ლოკაციები, მაღალი ხარისხი - „რომპეტროლი“ ქსელის გაფართოებას განაგრძობს