ირანი უკრაინული თვითმფრინავის ჩამოგდების შესახებ მეორე წინასწარ მოხსენებას აქვეყნებს

ირანის სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციამ, „უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების“ Boeing 737-ის ჩამოგდების შესახებ თავისი მეორე წინასწარი მოხსენება გამოაქვეყნა. Bloomberg-ის ინფორმაციით, ანგარიშში ნათქვამია, რომ ბოინგი Tor-M1 საზენიტო სარაკეტო სისტემიდან გასროლილი ორი რაკეტის შედეგად ჩამოვარდა.

ანგარიშში ნათქვამია, რომ სამგზავრო თვითმფრინავი ადგილობრივი დროით 6:12 საათზე აფრინდა და დისპეტჩერებთან კონტაქტი 8,100 ფუტის სიმაღლეზე დაკარგა. 6:15 საათზე ბოინგი მეორადი სადამკვირვებლო, ხოლო 6:18 საათზე მთავარი რადარებიდან გაუჩინარდა.

შეგახსენებთ, რომ თეირანთან ახლოს „უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების“ კუთვნილი თვითმფრინავი 8 იანვარს ჩამოვარდა, რასაც 176 მგზავრის სიცოცხლე ემსხვერპლა. ბოინგის ჩამოგდებაზე პასუხისმგებლობა ირანის რევოლუციურმა გვარდიამ 11 იანვარს აიღო. მათ აღიარეს, რომ უკრაინული სამგზავრო თვითმფრინავის კატასტროფის მიზეზი „ადამიანური გადაცდომა“ გახდა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა