ნათია თურნავას განცხადებით, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს ოკუპაციის ხაზთან მცხოვრები მოსახლეობისთვის მძიმე ყოფის შესამსუბუქებლად

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა აცხადებს, რომ ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს ოკუპაციის ხაზთან მცხოვრები მოსახლეობისთვის მძიმე ყოფის შესამსუბუქებლად.

„მოგეხსენებათ, ოკუპაცია არის ჩვენი ნომერ პირველი გამოწვევა და სატკივარი ისეთივე როგორც სიღარიბე, მაგრამ გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი. აქედან გამომდინარე, ჩვენი ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მაქსიმალურად შეუმსუბუქოს ოკუპაციის ხაზთან მცხოვრებ მოსახლეობას ისედაც მძიმე ყოფა და ეს მძიმე ყოფა გამოწვეულია საოკუპაციო რეჟიმის დესტრუქციული ქმედებით. მათ შორისაა სოციალური დახმარება, მათ შორის ენერგეტიკაში ვაკეთებთ მოხმარებული ელექტროენერგიის თანადაფინანსებას, გაზის მიერთების საფასურს და სხვა მრავალ ღონისძიებას, მათ შორისაა პროგრამა "ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ" და მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ჩვენი მოსახლეობა იყოს ჩვენი ყურადღების ცენტრში", - განაცხადა თურნავამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა