სოფო კილაძე - მე ვერ ვიტყვი, რომ ციხეებს კრიმინალური სუბკულტურა მართავს

მე ვერ ვიტყვი, რომ ციხეებს კრიმინალური სუბკულტურა მართავს,- ამის შესახებ ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, ციხეებში არსებულ ვითარებაზე სახალხო დამცველის ეს პოზიცია ცალმხრივია და მნიშვნელოვანია, იუსტიციის მინისტრის არგუმენტების მოსმენაც.

„სახალხო დამცველის მხრიდან რამდენიმეჯერ გაჟღერდა და სპეციალურ ანგარიშში აღინიშნა ე.წ. კრიმინალური სუბკულტურის გავლენის შესახებ. ეს პოზიცია ყოველთვის იყო ცალმხრივი, ძალიან მნიშვნელოვანია მოვისმინოთ ის არგუმენტები, რომელსაც წარმოადგენს იუსტიციის სამინისტრო.

მე ხშირად მიწევს პენიტენციურ სისტემაში მსჯავრდებულ პირებთან შესვლა და ვფიქრობ, რომ საქართველოს ციხეებში არის ადამიანის უფლებათა ძალიან მაღალი სტანდარტი უზრუნველყოფილი. ვერ დავეთანხმები იმ მოსაზრებას, რომ სუბკულტურა მართავს ციხეს, რადგან ამის თქმის საფუძველი ნამდვილად არ მაქვს. თუ არის რაიმე გარკვეული შემთხვევები ვინმეს მხრიდან კონკრეტულ პატიმრებზე ზეგავლენის მცდელობის, ამას სათითაო შემთხვევებში რა თქმა უნდა, უნდა მიეხედოს და ამაზე იუსტიციის სამინისტრო მუშაობს, თუმცა, მე ვერ ვიტყვი, რომ კრიმინალური სუბკულტურა მართავს ციხეებს“, - განაცხადა სოფო კილაძემ.

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია პარლამენტში, ადამიანის უფლებათა კომიტეტზე პენიტენციურ დაწესებულებებში არსებულ მდგომარეობაზე სპეციალურ ანგარიშს წარადგენს. როგორც ნინო ლომჯარია აცხადებს, გამოიკვეთა, რომ ე.წ. მაყურებლები თავისუფლად გადაადგილდებიან, შედიან საკნებში, აგროვებენ ე.წ. საერთოს, პატიმრებს ეუბნებიან, არ დაწერონ საჩივარი და ისინი მოუგვარებენ პრობლემებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა