EBRD-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტი გიორგი გახარიას - საქართველო არის საუკეთესო ქვეყანა ეკონომიკური რეფორმების მეორე ტალღის მქონე ქვეყნებს შორის

საქართველო არის საუკეთესო ქვეყანა ეკონომიკური რეფორმების მეორე ტალღის მქონე ქვეყნებს შორის; ძალიან მოგვწონს რეფორმები და მათი უწყვეტი მიმდინარეობა, - ამის შესახებ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის(EBRD) პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა იურგენ რიგტერინქმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან შეხვედრისას განაცხადა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, EBRD-ის ვიცე-პრეზიდენტებს, იურგნ რიტგერინქსა და ალან პილოუს საქართველოს მთავრობის მეთაური დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში შეხვდა.

გიორგი გახარიას შეფასებით, EBRD საქართველოს განვითარების დღის წესრიგის ძლიერი მხარდამჭერია და მთავრობა აფასებს მასთან ნაყოფიერ თანამშრომლობას.

ამასთან, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველო EBRD-ის ინვესტიციების ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ბენეფიციარია, მისი დივერსიფიცირებული პორტფოლიო კი ენერგეტიკის სექტორიდან სოფლის მეურნეობამდე, ქვეყანას განვითარების მნიშვნელოვან შესაძლებლობებს აძლევს.

საუბრისას ხაზი გაესვა EBRD-ის როლს ეროვნული ენერგოეფექტურობის სტრატეგიის შექმნაში, ასევე განსაკუთრებულ წვლილს განათლების სექტორში, რამდენადაც აღნიშნული სფეროს რეფორმა საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია.

შეხვედრაზე აღინიშნა ეკონომიკის ინკლუზიურობისა და კერძო სექტორისთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ზრდის უზრუნველყოფის მნიშვნელობა. მხარეების შეფასებით, კერძო სექტორის განვითარების ხელშეწყობას ისახავს მიზნად ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მხარდაჭერით დაფუძნებული ინვესტორთა საბჭო, რომელიც ბიზნესს, საერთაშორისო ორგანიზაციებს, დონორებს და საქართველოს მთავრობას შორის კონსტრუქციული დიალოგის დამოკიდებელი პლატფორმაა.

“ძალიან ვამაყობ, რომ 2019 წელი საქართველოში განხორციელებული ინვესტიციების შედეგების მიხედვით ჩვენთვის საუკეთესო წელი იყო. თითქმის 300 მილიონის კაპიტალდაბანდება მოვახდინეთ წლის განმავლობაში და ჯამში დაახლოებით მილიარდიანი საკრედიტო პორტფელი გაგვაჩნია. ამდენად, უნიკალურ მდგომარეობაში ვიმყოფებით და თან ჩვენი ინვესტიციების 70% კერძო სექტორშია ჩადებული. საქართველოსთან თანამშრომლობა აშკარად ძალიან კარგი გვაქვს. ძალიან მოგვწონს რეფორმები და მათი უწყვეტი მიმდინარეობა”,- განაცხადა EBRD-ის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ.

ცნობისთვის, შეხვედრას საქართველოს ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი და პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ეკონომიკის საკითხებში ბექა ლილუაშვილი დაესწრნენ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა