ირაკლი კოვზანაძე - „დერივატივების შესახებ“ კანონი ფინანსური და კაპიტალის ბაზრების განვითარებას ხელს შეუწყობს

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი კოვზანაძე აცხადებს, რომ „ფინანსური გირავნობის, ურთიერთგაქვითვისა და დერივატივების შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტი საქართველოში კაპიტალის ბაზრის განვითარებისთვის წინ გადადგმული ნაბიჯია.

„ჩვენ რამდენიმე თვის განმავლობაში, მთავრობის, ეროვნული ბანკის, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების სპეციალისტებთან ერთად ვმუშაობდით კანონპროექტზე, კომიტეტმა შეჯერებული ვარიანტი კი გასული წლის დეკემბერში მიიღო“, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე ეროვნული ბანკის მიერ დღეს გავრცელებულ ინფორმაციას დერივატივების კანონთან დაკავშირებით.

ირაკლი კოვზანაძის განცხადებით, კანონი ხელს შეუწყობს ქართული ფინანსური ინსტიტუტების მიერ უცხოურ პარტნიორებთან დერივატივების დადებას და ინვესტიციების შემოსვლას ქვეყანაში, შესაბამისად, ბაზრის მონაწილეებს გაუმარტივდებათ და გაუიაფდებათ უცხოეთიდან რესურსების მოზიდვა და რისკების მართვა“, -განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.

ცნობისთვის, დერივატივები კომპლექსური ფინანსური ინსტრუმენტია და მისი გამოყენებით შესაძლებელია ფინანსური რესურსებისა და მასთან დაკავშირებული რისკების უკეთ მართვა. ასევე, კანონით მნიშვნელოვანი გარანტიები იქმნება დერივატივებისა და გირავნობის მხარეების სამართლებრივი უფლებების დაცვის თვალსაზრისით. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში საკანონმდებლო პაკეტის განხილვა გასულ წელს, რამდენიმე თვის განმავლობაში, მთავრობის, ეროვნული ბანკის, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების ექსპერტებთან ერთად, მიმდინარეობდა.

აღნიშნულ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა