გიგა ბოკერია - საოკუპაციო ზოლთან არსებული ვითარება საქართველოს მიმართ პუტინის რუსეთის აგრესიული პოლიტიკის გაგრძელებაა

საოკუპაციო ზოლთან არსებული ვითარება საქართველოს მიმართ პუტინის რუსეთის აგრესიული პოლიტიკის გაგრძელებაა, რომლის ამოცანაც ჩვენი თავისუფლების და ჩვენი სუვერენიტეტის დამხობაა, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ, საოკუპაციო ზოლთან არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც ბოკერია აღნიშნავს, ყველა, ვინც ცდილობს დაარწმუნოს ჩვენი მოქალაქეები იმაში, რომ პუტინთან ერთად შეიძლება საქართველოს თავისუფლება და კეთილდღეობა დავინახოთ, „უკიდურესად პოლიტიკურად ბრიყვი, ან პირდაპირ საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ მომუშავეა“.

„საოკუპაციო ხაზის გადმოწევა, ადამიანების მოტაცება, მკვლელობები, ანუ, პრაქტიკულად, ეთნიკური წმენდის გაგრძელება, ეს არის სახე ამ რეჟიმის. ყველა, ვინც ცდილობს დაარწმუნოს ჩვენი მოქალაქეები იმაში, რომ პუტინთან ერთად შეიძლება დავინახოთ საქართველოს თავისუფლება, კეთილდღეობა, ან არის უკიდურესად პოლიტიკურად ბრიყვი, ან პირდაპირ საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ მომუშავეა. ის, რასაც პუტინის რეჟიმი აკეთებს, ამას გვაჩვენებს ყოველდღე: საქართველოში, უკრაინაში, მთელს მსოფლიოში.

ეს სერიოზული გამოწვევაა, მაგრამ ჩვენ გვაქვს ფუნდამენტური პრობლემა. ჩვენ არ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც აქვს ხედვა და რწმენა როგორ უნდა დაუპირისპირდეს დიპლომატიური და პოლიტიკური მეთოდებით ამ ყველაფერს, როგორ უნდა შეამციროს რისკები ჩვენი მოქალაქეებისთვის და როგორ უნდა დაუწესოს პოლიტიკური ფასი აგრესიულ პუტინის რუსეთს ამ ქმედებებისთვის. ამაზე პრაქტიკულად არაფერს არ აკეთებენ გარდა სადღეგრძელოებისა და ყველა საქმიან წინადადებას, ოპოზიციის მიერ შეთავაზებულს, ნათლავენ პროვოკაციად, აშინებენ ხალხს და ამ შიშზე უნდათ საკუთარი ძალაუფლების დამყარება. ხალხს ეუბნებიან პრაგმატული პოლიტიკა გვაქვსო, პრაგმატული პოლიტიკა ნიშნავს იმას, რომ გაქვს შედეგი. შედეგი ჩვენ გვაქვს იმაში, რომ ჩვენი საერთაშორისო პოზიციები შესუსტდა, ჩვენი მოქალაქეების მკვლელობისთვის რუსეთი არ იხდის პოლიტიკურ ფასს“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა