საქართველოსა და ბულგარეთის პრემიერებმა ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების გზები განიხილეს

საქართველოსა და ბულგარეთს შორის თანამშრომლობის მდიდარი პოტენციალი არსებობს, განსაკუთრებით ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სფეროში. მის სრულად ათვისებას შავი ზღვის რეგიონის სამეზობლოსთვის დიდი მნიშვნელობა ენიჭება, - საქართველოს პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, ამის შესახებ საქართველოსა და ბულგარეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრების შეხვედრისას აღინიშნა, რომელიც დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გაიმართა.

მათივე ცნობით, გიორგი გახარიამ და ბოიკო ბორისოვმა დადებითად შეაფასეს საბორნე სერვისები საქართველოსა და ბულგარეთის პორტებს შორის და ხაზი გაუსვეს არსებული სატრანსპორტო კავშირების გაფართოების საჭიროებას.

„ნაყოფიერად შეფასდა ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობები. ამასთან აღინიშნა, რომ ბულგარეთი ბოლო წლებში საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორების ათეულშია, თუმცა ამ კუთხით კიდევ უფრო მეტი პოტენციალი არსებობს.

შეხვედრისას პოზიტიურად განიხილეს საერთაშორისო მრავალმხრივ ფორმატებში არსებული თანამშრომლობის მაღალი დონე.

საუბარი ასევე შეეხო საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესს, ქვეყნის ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ მდგომარეობას და საქართველოს მთავრობის სამშვიდობო პოლიტიკას. პრემიერ-მინისტრმა ბულგარელ კოლეგას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერისთვის, ასევე ევროკავშირის მონიტორინგის მისიაში ბულგარეთის აქტიური ჩართულობისთვის მადლობა გადაუხადა და ბოიკო ბორისოვი საქართველოში მიიწვია.

შეხვედრას საქართველოს ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი და პრემიერ-მინისტრის მრჩეველი საერთაშორისო ურთიერთობათა საკითხებში ირაკლი ჩიქოვანი დაესწრნენ“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა