ხელისუფლების წარმომადგენლებმა მაღაროსკარსა და ბარისახოში ახლად რეაბილიტირებული პანსიონები მოინახულეს

დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მაღაროსკარში, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საჯარო სკოლის პანსიონი გაიხსნა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.

მათივე ინფომრაციით, ახალრეაბილიტირებული პანსიონი პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა რეგიონული განვითარების საკითხებში სოზარ სუბარმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ მზია გიორგობიანმა, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ეკატერინე დგებუაძემ, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა შალვა კერესელიძემ და დუშეთის მუნიციპალიტეტის მერმა ზურაბ სეხნიაშვილმა მოინახულეს და შესრულებული სამუშაოების შედეგები შეაფასეს.

განხორციელებული სამუშაოების შედეგად, შენობას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა და ენერგოეფექტურობის პრინციპის შესაბამისად მოეწყო. პროექტის ფარგლებში კეთილმოეწყო დაწესებულების ეზოც. 80 მოსწავლეზე გათვლილი პანსიონის შენობა 1976 წელს აშენდა და მას შემდეგ არ რეაბილიტირებულა.

„ხელისუფლების წარმომადგენლებმა ახალგარემონტებული პანსიონი მოინახულეს სოფელ ბარისახოშიც. საჯარო სკოლების პანსიონების რეაბილიტაცია რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდიდან დაფინანსდა. სამუშაოებზე ჯამურად 618 676 ლარი დაიხარჯა. გასულ წელს, სარემონტო სამუშაოები ასევე განხორციელდა მაღაროსკარისა და ბარისახოს საჯარო სკოლებში. დაწესებულებებში, ამ ეტაპზე, განათლებას 107 მოსწავლე იღებს. აქედან 17 პანსიონების ბენეფიციარია. ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა აღსაზრდელებს საჩუქრად ტკბილეული მიუტანეს და განვლილი დღესასწაულები მიულოცეს,“ - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვაჟა ბერიძე - ქართული სახელმწიფოებრიობა საფრთხეშია - ჩვენ ისევ დასამტკიცებელი გვაქვს, რომ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ვიმსახურებთ
ნათია ფიფია - დასავლურ საგანმანათლებლო სისტემასთან მიახლოება ხანგრძლივი პროცესია და მოითხოვს, ერთი მხრივ გლობალურ გამოწვევებს ვუპასუხოთ, მეორე მხრივ, მივუახლოვდეთ ქართულ რეალობასთან მორგებულ დასავლურ სტანდარტებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
სებსბერი - მოცვის პლანტაციები გურიაში
Wendy’s®-მა თავისუფლების მოედანზე მორიგი ფლაგმანი რესტორანი გახსნა
ლეგენდების საქველმოქმედო მატჩი ლისაბონში SMH Sports-ის მონაწილეობით გაიმართება
ქართული რივიერა უნიკალური მიკროკლიმატითა და სანაპირო ზოლით - ადგილი, რომელიც ერთი ჩასვლით შეგიყვარდებათ
2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს
BGA-ს დამფუძნებლები გენერალური პროკურორისგან ირაკლი გილაურის წინააღმდეგ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ
სიახლე PSP-ში - ოლიგოთერაპიის ლიდერი ფრანგული ბრენდი „ლაბორატორია გრანიოს” პროდუქტები უკვე საქართველოშია
ახალი ლოკაციები, მაღალი ხარისხი - „რომპეტროლი“ ქსელის გაფართოებას განაგრძობს