მარნეულში სასულიერო პირთათვის ტრენინგი გაიმართა

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ და გაეროს ბავშვთა ფონდმა, თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, მორიგი ტრენინგი ჩაატარა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოდან აცნობეს, აღნიშნული ტრენინგი ამ ეტაპზე საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს ეგიდით, მარნეულში ჩატარდა და მას აღმოსავლეთ საქართველოს მუფტი და 30-ზე მეტი სასულიერო პირი, როგორც შიიტური ასევე სუნიტური მიმდინარეობიდან დაესწრო.

ტრენინგი მოიცავდა რელიგიის და რწმენის თავისუფლების, ბავშვთა უფლებებათა კონვენციის და ბავშვის უფლებათა კოდექსის ძირითადი დებულებების განხილვას. სემინარზე, ასევე განიხილეს სასულიერო პირების და რელიგიურ ჰუმანიტარული ორგანიზაციების გამოცდილება და როლი, ბავშვთა უფლებების მხარდაჭერის საქმეში, რადგან რელიგიურ ლიდერებს მჭიდრო ურთიერთობა აქვთ საკუთარ მრევლთან და ახლოს არიან საზოგადოების ყველაზე პატარა წევრებთან.

„რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსგან ტრენინგს უძღვებოდნენ სააგენტოს სამართლებრივი უზრუნველყოფის თანამშრომელი დავით დავითაშვილი და სააგენტოს სტრატეგიული კვლევის, ანალიზისა და რეგიონების სამსახურის სპეციალისტი - სერგო ფარულავა. აღნიშნული ერთობლივი ტრენინგების სერია გაგრძელდება რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ინტერრელიგიურ სათათბიროში შემავალი ყველა რელიგიური ორგანიზაციისათვის,“ - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო