ირაკლი ღარიბაშვილი ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა

თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისების საკითხებში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს, ტოივო კლაარს შეხვდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე საუბარი საქართველოსა და ევროკავშირს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის საკითხებს შეეხო. ასევე მხარეებმა მიმოიხილეს რეგიონში არსებული ვითარება. განსაკუთრებული აქცენტები საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიების პრობლემატიკაზე გაკეთდა.

„შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა საქართველოში სტაბილურობის შენარჩუნებისა და ქვეყნის მშვიდობიანი განვითარების პროცესში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის (EUMM) როლი.

ირაკლი ღარიბაშვილმა და ტოივო კლაარმა ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე საერთაშორისო მისიებში საქართველოს კონტრიბუციაზეც იმსჯელეს. საქართველოს თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ევროკავშირის ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის (CSDP) ფარგლებში ევროკავშირი და საქართველო აქტიურად თანამშრომლობენ. ირაკლი ღარიბაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ მომავალში ნაყოფიერი თანამშრომლობა კიდევ უფრო გაძლიერდება”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა