მარკ გალერი ქართულ დელეგაციას  - გულახდილად თქვით, რომ ბატონი ივანიშვილი კულისებს მიღმა აწყობდა საარჩევნო სისტემის ჩავარდნის სცენარს - თუ თქვენ ევროპელები ხართ, ეს აღიარეთ

გულახდილად თქვით, ამბობდა თუ არა ბატონი ივანიშვილი, შეცვალეთ საარჩევნო სისტემა, თუმცა კულისებს მიღმა მისი ჩაშლის გეგმებს აწყობდა? თუ რეალურად ევროპელები ხართ, აღიარეთ, - ამ სიტყვებით ევროპარლამენტარმა მარკ გალერიმ ბრიუსელში, ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ, ქეთევან ციხელაშვილსა და პარლამენტის ვიცე-სპიკერს, კახა კუჭავას მიმართა.

„საქართველოს ევროპული ინტეგრაციისადმი ყოველთვის ურყევი მხარდაჭერა იქნება, მაგრამ ვფიქრობ, ეს მხარდაჭერა თქვენს ვალდებულებების შესრულებასთან ერთად უნდა ხდებოდეს. მე ვფიქრობ, დღეს ცდილობთ შემოგვასაღოთ საარჩევნო სისტემის ჩავარდნა, როგორც შიდაპარტიული დემოკრატიის მაღალი დონე „ქართულ ოცნებაში“. როგორც ცნობილია რამდენიმე წევრმა „ქართლი ოცნება“ დატოვა. გულახდილად თქვით, არ იყო ისე, რომ ბატონი ივანიშვილი ამბობდა, მოდით შეცვალეთ, მაგრამ სინამდვილეში, კულისებს მიღმა აწყობდა მისი ჩავარდნის სცენარს? თუ თქვენ რეალურად ევროპელები ხართ, აღიარეთ ეს“,-განაცხადა გალერიმ.

ემილ ავდალიანი - საქართველო ცდილობს ცენტრალური აზიის ქვეყნებთან კავშირების გაღრმავებით შუა დერეფნის პროექტში მეტად განიმტკიცოს თავისი ადგილი
ქართული პრესის მიმოხილვა 02.07.2026
Google-მა საქართველოში Coob Ads-ს Official Google Ads Sales Representative-ის სტატუსი მიანიჭა
თბილისის ზღვასთან თანამედროვე ეკოსისტემის მრავალფუნქციური დასვენებისა და მომსახურების კომპლექსი გაიხსნა
„ტოიოტა კავკასიამ“ სრულიად ახალი, მეექვსე თაობის Toyota RAV4 წარადგინა
სისხლის ავთვისებიანი დაავადებების ექსპერტული მკურნალობა Acıbadem Healthcare Group-ში