მარია გრიგოროვა კახა კუჭავას -  პარლამენტმა თვითონ დაბლოკა პარლამენტი თავისი სამარცხვინო  „თბილისის კედლით“

მინდა გკითხოთ: როდესაც თქვენ საუბრობთ, რომ საქართველო ისე ახლოსაა ევროპასთან და ევროკავშირთან, როგორც არასდროს, ფიქრობთ, რომ ქვეყანაში არსებული პოლიტიკური პატიმრები გეთანხმებიან ამაში ? - ასე მიმართა ევროპარლამენტის წევრმა მარია გრიგოროვამ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე კახა კუჭავას, რომელიც ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოვიდა.

ევროპარლამენტის წევრის კიდევ ერთი შენიშვნა, საქართველოს პარლამენტის ბლოკირებას ეხებოდა.

„იმედი მაქვს, რომ ჩემს კითხვასა და მოსაზრებას ობიექტურად შეაფასებთ იმიტომ, რომ მე იქ ვიყავი და ვესაუბრე პროსახელისუფლებო, არასამთავრობო მხარეს და პროტესტის მონაწილეებსაც პირადად და მე არ მაქვს ინფორმაცია მათ მიერ პარლამენტის ბლოკირებასთან დაკავშირებით. პარლამენტმა თვითონ დაბლოკა პარლამენტი თავისი სამარცხვინო „თბილისის კედლით“, თუმცა ეს მხოლოდ შენიშვნაა. მინდა გკითხოთ: როდესაც თქვენ საუბრობთ, რომ საქართველო ისე ახლოსაა ევროპასთან და ევროკავშირთან როგორც არასდროს, ფიქრობთ, რომ ქვეყანაში არსებული პოლიტიკური პატიმრები გეთანხმებიან ამაში ?“- განაცხადა ევროპარლამენტარმა მარია გრიგოროვამ.

ემილ ავდალიანი - საქართველო ცდილობს ცენტრალური აზიის ქვეყნებთან კავშირების გაღრმავებით შუა დერეფნის პროექტში მეტად განიმტკიცოს თავისი ადგილი
ქართული პრესის მიმოხილვა 02.07.2026
Google-მა საქართველოში Coob Ads-ს Official Google Ads Sales Representative-ის სტატუსი მიანიჭა
თბილისის ზღვასთან თანამედროვე ეკოსისტემის მრავალფუნქციური დასვენებისა და მომსახურების კომპლექსი გაიხსნა
„ტოიოტა კავკასიამ“ სრულიად ახალი, მეექვსე თაობის Toyota RAV4 წარადგინა
სისხლის ავთვისებიანი დაავადებების ექსპერტული მკურნალობა Acıbadem Healthcare Group-ში