სოფელ ფშაველში სამელიორაციო სამუშაოები მიმდინარეობს

საქართველოს მელიორაცია თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ფშაველში ნაურდლის მაგისტრალური არხის, №1 წყალგამანაწილებლისა და მისი განშტოებების სარემონტო სამუშაოებს ახორციელებს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურენეობის სამინისტროდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, ხე-მცენარეებისა და ნატანი მასისგან მაგისტრალური არხის 1600 მეტრიანი მონაკვეთი იწმინდება, რაც სარწყავი წყლის მიწოდებას სოფელ ჯუღაანის, სანიორეს, ართანასა და ნაფარეულის სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე გააუმჯობესებს.

„№1 გამანაწილებელზე და მის განშტოებებზე მიმდინარე სამუშაოების ფარგლებში ვიწრო დიამეტრის ურდულები მსხვილი დიამეტრის ურდულებით შეიცვლება; ამავე ქსელზე დამატებით დამონტაჟდება ჰიდრანტები; მოეწყობა ლითონის მილი 1000 მეტრი. ჩატარებული სამუშოები ქსელში წყლის მართვას უზრუნველყოფს, შედეგად მუნიციპალიტეტში სარწყავი წყლის მიწოდება 500 ჰექტარ სავარგულზე გაუმჯობესდება. ასევე დამატებით მოეწყობა დ=219მმ ლითონის მილი 1000 მეტრის მანძილზე“,-ნათქვამია ინფორმაციაში.

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
„მხურვალე ზაფხული აპექსში“ - ბინა საბურთალოზე უპრეცედენტო ფასად
ლიდერი არომათერაპიის სფეროში, ფრანგული პრემიუმ ბრენდი - ფიურესენშელი Puressentiel უკვე PSP-შია
ზურაბ ჩხაიძე განცხადებას ავრცელებს