გიორგი ვოლსკი - გამოყავთ ვინმე გლუკსმანი, რომელიც სააკაშვილის "სფიჩრაითერი" და პრაქტიკულად მისი თანამშრომელი იყო - ყველა საკითხზე არსებობს პასუხები, რაც  არ მოისმინეს და ალბათ, სხვა ფორმა უნდა მოვძებნოთ, რომ პასუხები ხმამაღლა ისმოდეს

"ევროპის სახალხო პარტიის" წარმომადგენლები იმ რაოდენობის შეკითხვას სვამენ, რომელიც პრაქტიკულად დროში საშუალებას არ აძლევს ჩვენს დელეგაციას, დელეგაციის ხელმძღვანელს, ვიცე-სპიკერს პასუხი გასცეს ამ შეკითხვებზე. 2 წუთიც კი არ იყო ამისთვის მიცემული, - ამის შესხებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, საკმაოდ ნათელი სურათი დაიხატა.

„გამოყავთ ვინმე გლუკსმანი, რომელიც ცნობილი პიროვნებაა. იგი იყო სააკაშვილის სფიჩრაითერი და პრაქტიკულად მისი თანამშრომელი, ისევე, როგორც ლიეტუვის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, რომელიც უკრაინაში სააკაშვილის დაქვემდებარებაშიც კი მუშაობდა, როდესაც პოროშენკომ მრჩეველთა საბჭო შეკრიბა. ასე რომ, მიკერძოება ერთია, საკითხები სერიოზულია, მნიშვნელოვანია, მაგრამ ყველა საკითხზე არსებობს ძალიან ლოგიკური, დასაბუთებული პასუხები, რაც სამწუხაროდ არ მოისმინეს და ალბათ სხვა ფორმა უნდა მოვძებნოთ, რომ ეს პასუხები ინტენსიურად და ხმამაღლა ისმოდეს“ ,- განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - რა ზეწოლაც არ უნდა განახორციელოს კრემლმა ფაშინიანზე, ცხადი ისაა, რომ ფაშინიანი სომხეთში ხელისუფლებას ყველა შემთხვევაში შეინარჩუნებს
ქართული პრესის მიმოხილვა 27.08.2026
ვანო ჩხარტიშვილი განცხადებას ავრცელებს
„ვისოლმა“ „ვიგოს“ ავტოგასამართი სადგური ამბროლაურშიც გახსნა