რუსთავში ,,ქვემო ქართლის რეგიონული სისხლის ბანკი“ გაიხსნა

,,რუსთავის მედიცინის სახლის - #1 დიაგნოსტიკური ცენტრის“ ბაზაზე, ,,ქვემო ქართლის რეგიონული სისხლის ბანკი“ გაიხსნა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს, ,,სისხლის ბანკის“ გახსნას, ქვემო ქართლის გუბერნატორი შოთა რეხვიაშვილი, რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა, საქართველოს პარლამენტში რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი პაატა მხეიძე, საკრებულოს დეპუტატები, ქალაქში მოქმედი სამედიცინო დაწესებულებების ხელმძღვანელები და მედიცინის სფეროს მუშაკები დაესწრნენ.

,,გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ ქალაქ რუსთავისა და მთლიანად რეგიონის მასშტაბით, დღეს მივიღეთ სრატეგიულად მნიშვნელოვანი სამედიცინო ობიექტი, რომელიც ძალიან საჭირო და დეფიციტური იყო“, - განაცხადა ქვემო ქართლის გუბერნატორმა შოთა რეხვიაშვილმა.

რუსთავის მერის ირაკლი ტაბაღუას განცხადებით, ,,სისხლის ბანკიდან“, რომელიც არის ევროპული სტანდარტის აპარატურით აღჭურვილი, შესაძლებელია სამედიცინო დაწესებულებების მომარაგება სისხლის კომპონენტებით, ასევე ლაბორატორიული კვლევების ჩატარება.

,,მადლობა მინდა ვუთხრა ,,რუსთავის მედიცინის სახლს“ გაწეული ინვესტიციისთვის და იმ საქმიანობისთვის, რომელმაც განაპირობა რუსთავში და რეგიონში ახალი, თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი რეგიონული სისხლის ბანკის გახსნა. თავისთავად, ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჯანდაცვის სფეროს საქმიანობისთვის და იმ პაციენტებისათვის, ვინც საჭიროებენ ამას. სისხლის ბანკს სჭირდება გაძლიერება, დონაცია სხვადასხვა მიმართულებით და ჩვენ მზად ვართ ამისთვის“, - განაცხადა რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ ჟურნალისტებთან საუბარში.

მერიის ინფორმაციით, ,,ქვემო ქართლის რეგიონული სისხლის ბანკი“, სისხლით მომარაგების კუთხით, ერთადერთი სამედიცინო დაწესებულებაა რეგიონში. დაწესებულება აღჭურვილია უახლესი სამედიცინო აპარატურით და ინვენტარით, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია დამზადდეს უსაფრთხო, ევროპული სტანდარტების სისხლის კომპონენტები, კერძოდ, ერითროციტული მასა, თრომბოკონცენტრანტი და პლაზმა. სისხლის ბანკის ფუნქციებში შედის დონორული სისხლის მიღება, გადამუშავება. უახლესი ლაბორატორიული მეთოდებით სკრინინგული კვლევები ვირუსულ ინფექციებზე და კლინიკურ ლაბორატორიული კვლევები. შემდგომ კი სისხლის კომპონენტებით სტაციონარების უზრუნველყოფა. დიდი მნიშვნელობა ენიჭება დონორების მობილიზებას, პრიორიტეტი კი უანგარო დონაციაა.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა