სირიაში ავიაიერიშებს 40 ადამიანის, მათ შორის 6 ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა

რუსეთისა და სირიის არმიის მიერ განხორციელებულ ავიაიერიშებს სირიის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში 40 მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა, - ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ მაშვეელებსა და ადგილობრივ მოსახლეობაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ავიაიერიშების შედეგად ერთ-ერთ სოფელში ერთი ოჯახის 8 წევრი, მათ შორის 6 მცირეწლოვანი ბავშვი, დაიღუპა.

ოფიციალური მოსკოვი და მის მიერ მხარდაჭერილი ბაშარ ასადის მთავრობა მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვის შესახებ ბრალდებებს უარყოფენ და ირწმუნებიან, რომ მხოლოდ ჯიჰადისტ ბოევიკებს ებრძვიან.

გაერომ გასულ კვირას განაცხადა, რომ სირიის იდლიბის რეგიონში ჰუმანიტარული კრიზისი მწვავდება. ორგანიზაციის ინფორმაციით, დეკემბრის შუა რიცხვებიდან ამ დრომდე რეგიონი 300,000-მდე მშვიდობიანმა მოქალაქემ დატოვა.

იხილეთ ვიდეო: სირიაში ავიაიერიშებს 40 ადამიანის, მათ შორის 6 ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა