გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, დღეს, 22 იანვარს 10:25-დან 18:30 საათამდე ენერგომომარაგება აბონენტებს სოფელ გლდანში, ავჭალაში, გლდანის მასივების ტერიტორიასა და ზაჰესში დროებით შეეზღუდებათ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „ენერგო-პრო ჯორჯიადან“ აცნობეს, 11:00-დან 14:00 საათამდე ელექტროენერგია გაითიშება მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში წილკანი, ფრეზეთი, ერედა, წეროვანი.

11:00-დან 17:00 საათამდე დენი შეუწყდება თიანეთის რაიონის სოფლებს მაგრანეთი, ზემო ნაქალაქარი, ორხევი, დორეულები, საჯინიბო, ქვემო ნაქალაქარი, სიონი და მიმდებარე სოფლებს.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა