ჩინეთში ახალი კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 9-ს მიაღწია, ვირუსით დაავადებულთა 440 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება

ჩინეთში, ახალი კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 9-მდე გაიზარდა. ეროვნული ჯანდაცვის კომისიის ცნობით, ქვეყნის მასშტაბით ვირუსის 440 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება.

„დაავადება გადადის სასუნთქი გზების საშუალებით. არსებობს ვირუსული მუტაციის შესაძლებლობა და დაავადების შემდგომი გავრცელება", - ამის შესახებ ჯანდაცვის ეროვნული კომისიის წარმომადგენელმა, ლი ბინმა პეკინში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ახალი კორონავირუსით დაავადების შემთხვევები აღმოჩენილია აშშ-ში, ტაივანში, ტაილანდში, იაპონიასა და სამხრეთ კორეაში. როგორც ცნობილია დღეს, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია საგანგებო შეხვედრას გამართავს, რომლის დროსაც ჯანდაცვის გლობალური საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება განიხილება.

ჩინეთის ხელისუფლებამ და შემდეგ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ოფიციალურად დაადასტურეს, რომ ვირუსი ადამიანიდან ადამიანზე გადადის.

შეგახსენებთ, დაუდგენელი კორონავირუსი 12-დან 29 დეკემბრის პერიოდში ჩინეთის ვუანის პროვინციაში გამოვლინდა, როდესაც ის ზღვის პროდუქტების ბაზრის რამდენიმე თანამშრომელს აღმოაჩნდა.

იხილეთ ვიდეო: ჩინეთში, ახალი კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 9-მდე გაიზარდა

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა