დავით საგანელიძემ კასპში „საპარტნიორო ფონდის“ მხარდაჭერით მიმდინარე აგურის ქარხნის მშენებლობის პროცესი დაათვალიერა

„საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ, რეგიონულ საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრისმრჩეველ სოზარ სუბართან და შიდა ქართლში სახელმწიფო რწმუნებულთან გიორგი ხოჯევანიშვილთან ერთად, კასპში „საპარტნიორო ფონდისა“ და 100-წლიანი გამოცდილების მქონე ევროპული კომპანია „კერამიკა ელ ტორენტეს“ ერთობლივი პროექტის, აგურის ქარხნის მშენებლობის პროცესი დაათვალიერა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „საპარტნიორო ფონდიდან” აცნობეს, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ მეტეხში ევროპული სტანდარტებისა და მაღალი ტექნოლოგიების კერამიკული პროდუქციის საწარმო „საპარტნიორო ფონდის“, ესპანური კომპანია „კერამიკა ელ ტორენტესა“ და ამავე სახელწოდების ქართული კომპანია „კერამიკა ელ ტორენტეს“ მონაწილეობით ხორციელდება. მშენებლობისას კასპის რაიონში არსებული სააგურე თიხის კარიერები გამოიყენება. თანამედროვე ტექნოლოგიებით დამზადებული აგური გაუმჯობესებული თბოიზოლაციით, ნესტგამძლეობით, ხმის იზოლაციითა და შემცირებული წონით გამოირჩევა. პროექტის ჯამური ღირებულება 3 მლნ აშშ დოლარია.

„ქარხანა „საპარტნიორო ფონდის“ ერთ-ერთი ინდუსტრიული პროექტია, რომელიც კასპის თიხისგან ესპანური ტექნოლოგიით უმაღლესი ხარისხის აგურის წარმოებას გულისხმობს. აღსანიშნავია, რომ სპეციალისტების ოთხი ესპანური ოჯახი საქართველოში ორი წლით საცხოვრებლად გადმოვა, რათა მოამზადონ ადგილობრივი პროფესიონალები და წარმოება ევროპული ტრადიციის სრული დაცვით წარიმართოს. ვფიქრობ, საწარმო მნიშვნელოვან ადგილს დაიკავებს საქართველოს სამშენებელო ინდუსტრიაში და არამხოლოდ შეამცირებს იმპორტს, არამედ უზრუნველყოფს პროდუქციის ექსპორტსაც“,-განაცხადა დავით საგანელიძემ.

„საპარტნიორო ფონდის“ ინფორმაციით, ამ ეტაპზე სამშენებლო სამუშაოების 70%-მდე შესრულებულია. შენობისა და ინფრასტრუქტურის მშენებლობის მთლიანად დასრულება აპრილში იგეგმება. ამჟამად მიმდინარეობს ესპანეთში მდებარე ქარხნის დემონტაჟი და იგეგმება მისი ტრანსპორტირება საქართველოში.

ქარხნის მშენებლობის პროცესი, ასევე, „საპარტნიორო ფონდის“, კომპანია „კერამიკა ელ ტორენტესა“ და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა დაათვალიერეს.

პროექტში ჩართულნი არიან სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ და „ბანკი ქართუ“. ქარხანა პირველ სამშენებელო და მოსაპირკეთებელ მასალას შემოდგომაზე შესთავაზებს. საწარმოში 50-მდე ადგილობრივი დასაქმდება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა