ქეთევან ციხელაშვილი - ნატო-საქართველოს კომისიის ფარგლებში, შესაძლებლობა გვექნება ვისაუბროთ ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობაზე და მიმდინარე გამოწვევებზე

ნატო-საქართველოს კომისიის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე და ე.წ. ბორდერიზაციის პროცესზე ისაუბრებს. როგორც მან აღნიშნა, ნატო-საქართველოს კომისიის სხდომის გამართვამდე ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილეს შეხვდებიან.

„ნატო-საქართველოს კომისიის ფარგლებში, შესაძლებლობა გვექნება ვისაუბროთ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობაზე, მიმდინარე გამოწვევებზე. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფორმატია, რომელიც შესაძლებლობას იძლევა, რომ ბევრი დეტალი განვიხილოთ. ეს გახლავთ ჩვენი პარტნიორების მუდმივი წარმომადგენლობები ნატო-ში და რა თქმა უნდა, ამოცანა გახლავთ ის, რომ ჩვენ გვქონდეს როგორც ნატო-ს, ისე მისი წევრი თითოეული სახელმწიფოს მხარდაჭერა ყოველდღიურ მშვიდობიან ძალისხმევაში და ბრძოლაში ჩვენი ტერიტორიული მთალიანობისთვის, ჩვენი მოსახლეობის უფლებების დაცვისთვის, ჩვენი ქვეყნის დეოკუპაციისთვის.

ამ ფორმატში ადრეც გვქონდა შესაძლებლობა, რომ მოხსენება გაგვეკეთებინა, ფაქტობრივად ვისაუბრებ უკვე სიახლეებზე და იმ სამწუხარო, ძალიან სავალალო განვითარებებზე, რომელსაც ადგილი აქვს საქართველოს ორივე ოკუპირებულ ტერიტორიაზე, განგრძობით მავთულხლართების მშენებლობაზე, ჩორჩანას მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ დაძაბულობასა და სხვა სადამსჯელო ზომებზე, მაგალითად, როგორიც ახალგორის მიმართულებით გადასასვლელის დაკეტვაა, რაზეც მე ევროპარლამენტშიც ღიად ვისაუბრე თითოეული ახალგორელის სახელით“, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა