წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, სოფელ სორმონის მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, სოფელ სორმონის მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა. მოსახლეობა აცხადებს, რომ სოფელში გზა დაზიანებულია და გადაადგილება უჭირთ. მათივე თქმით, პრობლემაა ის, რომ სოფელში გაზი არ არის შეყვანილი, ადგილობრივებს კი შეშის მოჭრის უფლებას არ აძლევენ.

„არაერთი პრობლემა გვაქვს, გზაა არ არის, ვერ დავდივართ, ავტობუსიც კი არ მოდის ამის გამო. თუმცა ამ ზამთარში ყველაზე დიდი პრობლემა, გაზიფიცირებაა. გაზი არ არის, შეშის მოჭრის უფლებას არ გვაძლევენ. ზამთარში ვერ ვთბებით, ამ პრობლემების გამო სოფელი დაიცალა. მხოლოდ საარჩევნოდ ვახსენდებით“, - განაცხადეს ადგილობრივებმა. ადგილობრივების პროტესტს ასევე შეუერთდა პარტია „თავისუფალი საქართველოს" იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელი გოგი წულაია.

აღსანიშნავია, რომ აქციის პარალელურად შეიკრიბა რამდენიმე ადგილობრივი, რომელთაც განაცხადეს, რომ სოფელს გზის პრობლემა არ აქვს და გაზიფიცირებაც მალე მოხდება.

გია ხუხაშვილი - რადგან, თავის დროზე ღარიბაშვილმა ივანიშვილის შექმნილ, მართვის მაფიოზურ სისტემაში ჭანჭიკად ყოფნასა და მონაწილეობაზე ხელი მოაწერა, ახლა ყველას რაღაც აბსურდში ნუ გადაგვიყვანს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა