გიორგი გაბედავამ მელორ ვაჩნაძის მოთხოვნასთან დაკავშირებით, საფრანგეთის ელჩს წერილი გადასცა

უფლებადამცველმა გიორგი გაბედავამ, საქართველოში საფრანგეთის ელჩს დიეგო კოლასს მელორ ვაჩნაძის მოთხოვნასთან დაკავშირებით წერილი გადასცა.

გაბედავას განცხადებით, მელორ ვაჩნაძე მის წინააღმდეგ აღძრული საქმის მასალების გასაჯაროებას ითხოვს.

„მელორ ვაჩნაძე არის დაკავებული საფრანგეთში, მკვლელობის მცდელობის მუხლით და ის ითხოვს საქმის მასალების გასაჯაროებას, რადგან მის საქმეში წერია, რომ მსროლელი იყო 1.70 სიმაღლეში. მელორ ვაჩნაძე კი, სიმაღლეში - 2.2 მ-ია. სროლა მაღაზიაში მოხდა და მელორ ვაჩნაძე ითხოვს ვიდეო კადრების გასაჯაროებას. როგორც თვითონ გვითხრა და "ფეისბუქ ლაივის" საშუალებითაც გააკეთა განცხადება, გამომძიებლები ეუბნებიან, რომ დაგვაჭერინე, ითანამშრომლე გამოძიებასთან და შემდეგ გაგათავისუფლებთ. ეს არის უკვე კანონის დარღვევა, რადგან ამ ადამიანს სრული უფლება აქვს თუ იცის რამე არ თქვას, მითუმეტეს, ამბობს რომ არ ვიციო. მაგრამ თუ რამე იცის და არ ამბობს, ამის გამო მკვლელობის მცდელობის მუხლით არ უნდა იყოს დაკავებული", - განაცხადა გიორგი გაბედავამ.

შეგახსენებთ, რომ მელორ ვაჩნაძე საფრანგეთში ადამიანის მკვლელობის მცდელობისთვის არის დაკავებული.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა