გორის მერია - წელს ნადარბაზევს სასმელ წყალთან ერთად შიდა გზების პრობლემაც მოუგვარდება

ნადარბაზევში შიდა გზების რეაბილიტაციის პროექტის სატენდერო ღორებულება 795 295 ლარს ითვალისწინებს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ გორის მერიიდან აცნობეს, პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების შესყიდვის მიზნით, მერიის მიერ გამოცხადებული ტენდერის ფარგლებში წინადადებების მიღება 25 - დან 30 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება.

მათივე ინფორმაციით, სოფელში ჯამში 2 532 მეტრი გზა რეაბილიტირდება. ტენდერის პირობებიდან გამომდინარე სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 6 თვეში უნდა დასრულდეს.

„გზის აღნიშნულ მონაკვეთებს რამდენიმე ათეული წელია მსგავსი სახის სარეაბილიტაციო სამუშაოები არ ჩატარებია. სავალ ნაწილზე დაზიანებულია ასფალტბეტონის საფარი, რომელზეც შეინიშნება გრძივი, განივი და ბადისებრი ბზარები. დაზიანებული საფარი გადადგილებისას სერიოზულ პრობლემებს უქმნის როგორც მძღოლებს, ასავე ფეხით მოსიარულეებს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

თენგიზ ფხალაძე  - შიდაპოლიტიკურმა შუღლმა საერთო ეროვნული მეორე პლანზე გადაწია, ერთმანეთთან ძიძგილაობაში გართულები სულ უფრო ვემსგავსებით აისბერგისკენ ჯიუტად მიმავალ ტიტანიკს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.03.2021
სახელმძღვანელო სტარტაპერებისთვის - როგორ ხდება კადრების აყვანა კომპანიებში და რა ბენეფიტებს იღებენ დასაქმებულები
ბაკურიანში საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის ეგიდით მსოფლიო თასის ეტაპი სკი კროსში დასრულდა