„ლა ლიგის ბიზნეს სკოლის“ კურსზე სწავლა დაიწყო

ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში სპორტის მენეჯმენტისა და მარკეტინგის წამყვანი ორგანიზაციის, „ლა ლიგის ბიზნეს სკოლის“ სპორტის მარკეტინგის სასერტიფიკატო კურსი დაიწყო. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროდან აცნობეს.

პროექტი განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ფიზიკური აღზრდისა და სპორტის უნივერსიტეტის, არასამთავრობო ორგანიზაცია „სპორტ სოლუშენისა“ და „ლა ლიგის ბიზნეს სკოლის“ ეგიდით ხორციელდება. საქართველო რიგით მე-16 ქვეყანაა, სადაც სკოლამ ოპერირება დაიწყო.

„კურსის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის განვითარების სამმართველოს უფროსმა, ვასილ ლიპარტელიანმა და „სპორტ სოლუშენის“ ხელმძღვანელმა, შოთა გოგიტაურმა. პირველ ლექციას, რომლის თემა სტრატეგიული მენეჯმენტი, მისი ძირითადი ფუნქციები, სპორტული ორგანიზაციის ხედვის, მიზნებისა და ამოცანების განსაზღვრა იყო, საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის მოწვეული კონსულტანტი, ანატოლი კორეპანოვი უძღვებოდა.

კურსი 29 იანვარს დასრულდება. 27 იანვრიდან, კურსის მონაწილეებს, გამოცდილებას „ლა ლიგის ბიზნეს სკოლის“ დირექტორი, ხოსე მოია გომესი და მარკეტინგის დირექტორი, ედუარდო ლეგენდრე გაუზიარებენ. კურსის გავლის შემდეგ, მონაწილეებს გადაეცემათ „ლა ლიგის ბიზნეს სკოლის“ ოფიციალური სერთიფიკატი, რომელიც სპორტის მარკეტინგის სფეროში მათ კვალიფიკაციას დაადასტურებს «,- აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა