მაია ზავრაშვილი - მნიშვნელოვნად იზრდება წიაღისეულზე საინვესტიციო მომართვიანობის მაჩვენებელი როგორც უცხოელი, ისე ადგილობრივი მეწარმეებისგან

წიაღის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის მაია ზავრაშვილის თქმით, მნიშვნელოვნად იზრდება საინვესტიციო მომართვიანობის მაჩვენებელი როგორც უცხოელი, ისე ადგილობრივი მეწარმეებისგან.

„იმისთვის, რომ ქვეყანაში არსებული წიაღის რესურსები მაქსიმალურად ჩაერთოს ქვეყნის ეკონომიკურ საქმიანობაში როგორც დასაქმების, ასევე პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისა თუ ექსპორტის კუთხით, ვახორციელებთ წიაღის მასშტაბურ რეფორმას, რაც განავითარებს სანედლეულო ბაზას, გაზრდის ეკონომიკური სარგებლიანობას და საინვესტიციო მიმზიდველობას“,- ამის შესახებ ეკონომიკის სამინისტროს წიაღის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა, მაია ზავრაშვილმა მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

მისი შეფასებით, მთავრობის ეკონომიკურმა პოლიტიკამ როგორც საგარეო ვაჭრობის, ისე კონკრეტულ სექტორში საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესების მიმართულებით შედეგად უკვე მოიტანა ის, რომ ოპერატორმა კომპანიებმა გაზარდეს საწარმოო სიმძლავრეები, განახორციელეს მნიშვნელოვანი ინვესტიციები, რაც პოზიტიურად აისახება ახალი სამუშაო ადგილების შექმნასა და, ზოგადად, ეკონომიკური ზრდაზე.

„მიუხედავად ამისა, გამოწვევად რჩება ჩვენი ქვეყნის წიაღისეულის მიმართ საერთაშორისო საინვესტიციო წრეებში დაბალი ცნობადობა. ამას თავისი ისტორიული მიზეზები აქვს. სწორედ ამ მიზნით, ბოლო 2 წელია ვახორციელებთ რეფორმებს, რომლის ფარგლებშიც გავხსენით და გავასაჯაროვეთ გეოლოგიური ფონდი, დავიწყეთ აქტიური მარკეტინგული კამპანიები, პროაქტიული დაპაკეტება და ასე შემდეგ. საქართველოს მთავრობამ, პარტნიორების დახმარებით, უკვე შეიმუშავა და დაამტკიცა სტრატეგია, ახლა მიმდინარეობს რეფორმის მეორე ფაზა მარეგულირებელი ჩარჩოს გასაახლებლად“, - აღნიშნა მაია ზავრაშვილმა.

წიაღის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2019 წლის წინასწარი მონაცემებით, ექსპორტზე გატანილი სასარგებლო წიაღისეულის მოცულობის მნიშვნელოვანი ზრდა ფიქსირდება. გასულ წელს 651 606.2 ათასი აშშ დოლარის ღირებულების სპილენძის მადნები და კონცენტრატები გავიდა ექსპორტზე, რაც 2018 წლის მაჩვენებელს დაახლოებით 150 000 დოლარით აღემატება. 21.2 პროცენტით არის ასევე გაზრდილი მინერალური და მტკნარი წყლების ექსპორტიც – 2019 წელს, წინა წელთან შედარებით 133 570.7 ათასი დოლარის პროდუქცია გავიდა ქვეყნიდან. რაც შეეხება ოქროს, წიაღის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 2019 წელს, 2018 წელთან შედარებით, 4.3 პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა.

აღნიშნულ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

ვაჟა ბერიძე - ქართული სახელმწიფოებრიობა საფრთხეშია - ჩვენ ისევ დასამტკიცებელი გვაქვს, რომ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ვიმსახურებთ
ნათია ფიფია - დასავლურ საგანმანათლებლო სისტემასთან მიახლოება ხანგრძლივი პროცესია და მოითხოვს, ერთი მხრივ გლობალურ გამოწვევებს ვუპასუხოთ, მეორე მხრივ, მივუახლოვდეთ ქართულ რეალობასთან მორგებულ დასავლურ სტანდარტებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
სებსბერი - მოცვის პლანტაციები გურიაში
Wendy’s®-მა თავისუფლების მოედანზე მორიგი ფლაგმანი რესტორანი გახსნა
ლეგენდების საქველმოქმედო მატჩი ლისაბონში SMH Sports-ის მონაწილეობით გაიმართება
ქართული რივიერა უნიკალური მიკროკლიმატითა და სანაპირო ზოლით - ადგილი, რომელიც ერთი ჩასვლით შეგიყვარდებათ
2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს
BGA-ს დამფუძნებლები გენერალური პროკურორისგან ირაკლი გილაურის წინააღმდეგ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ
სიახლე PSP-ში - ოლიგოთერაპიის ლიდერი ფრანგული ბრენდი „ლაბორატორია გრანიოს” პროდუქტები უკვე საქართველოშია
ახალი ლოკაციები, მაღალი ხარისხი - „რომპეტროლი“ ქსელის გაფართოებას განაგრძობს