გორის მერია - 2020 წელს წყლის პრობლემა სოფელ ვარიანის მეურნობასაც მოუგვარდება

2020 წელს წყლის პრობლემა სოფელ ვარიანის მეურნობასაც მოუგვარდება. 237 065 ლარი მოხმარდება ვარიანის მეურნეობაში სასმელი წყლის სისტემის მოწყობას. ამის შესახებ ნათქვამია გორის მერიის ინფორმაციაში.

„პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების შესყიდვის მიზნით, გორის მერიამ ტენდერი უკვე გამოაცხადა. გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულების გაფორმებიდან სამუშაოები 6 თვეში უნდა დასრულდეს.

პროექტის მიხედვით რეაბილიტირდება ჭაბურღილი, ამოიცვლება შიდა ქსელი, მოეწყობა საქლორატორო და სადაწნეო კოშკი.

ამ ეტაპზე ვარიანის მეურნეობაში მცხოვრებ მოსახლეობას გაუმართავი წყალმომარაგების სისტემა ემსახურება, რომელიც 120 ოჯახის სასმელი წყლით მომარაგებას ვერ უზრუნველყოფს,”-აღნიშნულია გორის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

07.07.2025 / 08:38

გიორგი გობრონიძე - სამხრეთ კავკასიის რეგიონში რუსულ-ირანული ღერძის შესუსტება, შესაძლოა, გახდეს აზერბაიჯანულ-თურქული ღერძის გაძლიერების კატალიზატორი
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
ზურაბ ჩხაიძე განცხადებას ავრცელებს