ევროპის უნივერსიტეტების ასოციაციის წარმომადგენლებმა 20 ქართული უნივერსიტეტის რექტორებს სადოქტორო განათლების კვლევების შედეგები გააცნეს

ევროპის უნივერსიტეტების ასოციაციის (EUA) წარმომადგენლებმა 20 ქართული უნივერსიტეტის რექტორებსა და ხარისხის სამსახურის ხელმძღვანელებს ევროპულ უნივერსიტეტებში სადოქტორო განათლების კვლევების შედეგები და სამომავლო გეგმები გააცნეს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან აცნობეს.

თსუ-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ინფორმაციით, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართულ მრგვალ მაგიდასა და დისკუსიაზე ევროპული განათლების გამოწვევებსა და პერსპექტივებზე ისაუბრეს.

თსუ რექტორის გიორგი შარვაშიძის თქმით, სადოქტორო განათლების თემაზე გამართული შეხვედრა საკმაოდ საინტერესო ფორმატისაა და ხელს შეუწყობს საქართველოში სადოქტორო სწავლების განვითარებას.

„შეხვედრაზე შემუშავებული რეკომენდაციებზე შემდგომში ევროგაერთიანებაში იმსჯელებენ, სადაც ევროპის უნივერსიტეტთა ასოციაციის დასკვნებს სერიოზულ ანგარიშს უწევენ. კარგია, რომ დღევანდელ დისკუსიაში მაქსიმალურად ჩაერთვნენ ქართული უნივერსიტეტები. მნიშვნელოვანია ევროპულ უნივერსიტეტებთან პარტნიორული ურთიერთობების დამყარება“, - აღნიშნა თსუ-ს რექტორმა გიორგი შარვაშიძემ.

ღონისძიებაზე თსუ ხარისხის სამსახურის ხელმძღვანელმა ირმა გრძელიძემ წარმოადგინა მოხსენება, რომელშიც თსუ-ში სადოქტორო პროგრამების ხარისხის უზრუნველყოფასა და პერსპექტივაზე ისაუბრა.

„მრავალი ევროპული უნივერსიტეტი მონაწილეობდა ამ ვორკშოპის მასპინძლობის კონკურსში. გვიხარია, რომ შეხვედრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში იმართება. ჩვენი ვორკშოპი ეხება სადოქტორო სწავლებას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია მომავალი კვლევებისა და, საერთოდ, ახალგაზრდების განვითარებისთვის,“- აღნიშნა ევროპის უნივერსიტეტების ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტმა, ასოციაციის სადოქტორო სწავლების საბჭოს თავმჯდომარემ მარტინ რაიემ.

თსუ-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ინფორმაციით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სადოქტორო განათლების შესახებ სემინარებსა და ვორქშოფებს 120-ზე მეტი ევროპული უნივერსიტეტის წარმომადგენლები ორი დღის განმავლობაში გამართავენ.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში განმარტავენ, რომ EUA-CDE წლიური შეხვედრა დოქტორანტურის საფეხურზე სწავლების ყველაზე მასშტაბური და ყოვლისმომცველი ევროპული შეკრებაა, რომელიც დოქტორანტურაში მიმდინარე ტენდენციებს და მოსალოდნელ პროცესებთან დაკავშირებულ პრაქტიკულ თანამშრომლობას ითვალისწინებს. ეს არის ახალი პარტნიორობისა და ევროპული გამოცდილების გაზიარების კიდევ ერთი შესაძლებლობა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა